იოსებ სტალინი (ტანკი)

(გადამისამართდა გვერდიდან IS-4)

იოსებ სტალინი — ტანკების სერია, შექმნილი სსრკ-ის მიერ. მან ჩაანაცვლა KV ტიპის მძიმე ტანკი და მისი მოდერნიზაციები.

IS-2

ტანკი IS-2.
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ ის–2 – 46, ის–3 – 48,8, ის–4 – 60
განლაგების სქემა კლასიკური
ეკიპაჟი, კაცი 4 ადამიანი
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1944–45 (IS-2), 1945–46 (IS-3), 1945–46 (IS-4)
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1944-1994
გამოშვების რაოდენობა 3,854 (IS-2), 2,311 (IS-3), 250 (IS-4)
ძირითადი ოპერატორები საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
ჩინეთის დროშა ჩინეთი
კუბის დროშა კუბა
ზომები
კლირენსი, მმ 435
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი ფოლადის
კორპუსის კიჩო, მმ/გრად. 60 მმ
კორპუსის კიჩო (შუა), მმ/გრად. 60 მმ
კორპუსის სახურავი, მმ 20 მმ
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 122მმ D25-T
ტყვიამფრქვევები 2×DT, 1×DShK
მობილურობა
ძრავის ტიპი 12 ცილინდრიანი დიზელის ვე–11
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 520
საკიდრის ტიპი ტორსიონული
მუხლუხების სიგანე, მმ 650
კედლის გადალახვა, მ 1
თხრილის გადალახვა, მ 2,5
გუბის გადალახვა, მ 1,1

ახალი მძიმე ტანკის ჯავშანი სპეციალურად შექმნილი იყო გერმანული 75–88 მმ-იანი ჭურვების გასაძლებლად, ხოლო ქვემეხი კი თიგერის და პანტერის გასანადგურებლად. ტანკი ის–2 წარმოებაში 1944 წლიდან არის და ძირითადად ბერლინის ბრძოლისას გამოიყენებოდა, ხოლო ის–3 – 1945 წლის მაისიდან მიიღეს.

„ის-2“ საბრძოლო ოპერაციისას

KV „კა–ვე“ სერიის ტანკები ხშირად ხდებოდა კრიტიკის მიზეზი მათი არასასურველი სიმარდის და სუსტი შეიარაღების გამო, და საერთო ჯამში ის არაფრით ჯობდა T-34-ს. 1942 წელს KV-ის ბაზაზე შეიქმნა მსუბუქი და სწრაფი საცდელი მძიმე ტანკი KV-1S, თუმცა საერთო ჯამი „კა–ვე“-ის ბაზაზე ტანკების წარმოება ძალიან ძვირი ჯდებოდა და გარდა ამისა, შეიარაღება მაინც არ იყო საკმარისი. 1940-43 წ.წ. საბჭოეთში წარმოებულ იქნა *კა–ვე*–ს სხვადასხვა მოდელის 4776 ტანკი.

1943 წელს სტალინის ბრძანებით თითქმის საერთო შეაჩერეს მძიმე ტანკებზე მუშაობა, მაგრამ კურსკის ბრძოლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ საშუალო T-34 ვერ დაამარცხებდა ახალ „პანტერ“-ს და „თიგერ“-ს. KV-ის თითქმის მოდერნიზაციის მთლიანი რესურსი ჰქონდა ამოწურული, თუმცა არსებობდა KV-85, რომელიც თავისთავად KV-ის მოდერნიზაცია იყო, KV-85-ის მხოლოდ 60 მმ სისქოს გვერდის ჯავშანი და დაუყენეს ახალი 85 მმქვემეხი, პროტოტიპს IS-85 ეწოდა, ხოლო მერე წარმოებაში IS-1 მიიღეს. ტანკი 1944 წლამდე იწარმოებოდა.

შეიარაღება

რედაქტირება

თავდაპირველად „ის-2“-ის ქვემეხად ორი ქვემეხი წარადგინეს, ესენი იყო 122 მმ-იანი A-19 და 100 მმ-იანი BS-3, BS-3 უპირატესობას ფლობდა ჯავშნის ხვრეტის მხრივ („ბს-3“ ხვრიტავდა 135 მმ-იანს, ხოლო „ა-19“ 120 მმ-იანს), თუმცა BS-3 სრულიად ახალი ქვემეხი იყო და პრობლემას განიცდიდა ჭურვების ნაკლებობის გამო,არც A-19 იყო ცუდი ქვემეხი, ის დაახლოებით გერმანული 75 მმ-იანი ქვემეხის დონის იყო თუმცა ძველი F-34 ისგან განსხვავებით 3.5 ჯერ ძლიერი კინეტიკური ენერგია ჰქონდა.

საბოლოოდ ორივეს გამოცდის შემდეგ უპირატესობას 122 მმ-იან A-19-ს მიანიჭეს რადგან ქვემეხს უფრო ძლიერი აფეთქება მოსდევდა რომელი გამაგრებული პოზიციის ასაფეთქებლად არის აუცილებელი,თუმცა ორივე ქვემეხის პრობლემა ჭურვები იყო რომელიც ტანკში მცირე რაოდენობით ჩადიოდა, გარდა ამისა, ძალიან ნელი სწრაფსროლა ახასიათებდა ორივე, რაც დიდ პრობლემას შეუქმნიდა სატანკო ორთაბრძოლისას, თუმცა 122 მმ-იანი ქვემეხის 43 კგ–იან ჭურვით შეეძლო ერთ გასროლაში მთლიანად გაენადგურებინა გერმანელთა საველე სიმაგრეები, გერმანელებმა კი დაასკვენს რომ თუ პანტერი დააყენებდნენ 30 გრადუსიანი კუთხით მაშინ ტანკს უფრო დიდი გადარჩენის შანსი ექნებოდა. გარდა ამისა, „ის-2“-ის 122 მმ-იან ქვემეხს უჭირდა გაეხვრიტა პანტერის წინის ჯავშანი თუ ის ახლო მანძილზე არ მიუახლოვდებოდა (100 მ).

ქვემეხ Д-25Т-ის ჯავშანმხვრეტავობის ცხრილი
ჯავშანმხვრეტავი ჭურვი БР-471Б
მანძილი მოხვედრის კუთხე 60°, მმ მოხვედრის კუთხე 90°, მმ
500 125 155
1000 120 145
1500 110 135
2000 100 125
3000 85 105
ჯავშანმხვრეტავი БР-471
მანძილი. მ მოხვედრის კუთხე 60°, მმ მოხვედრის კუთხე 90°, მმ
500 120 150
1000 105 130
1500 95 115
2000 80 100
3000 65 75
ცხრილი შედგენილია საბჭოთა მეთოდიკით.ჯავშანმხვრეტავი ჭურვის სხვითით ჩანაცვლება გამოიწვევს სხვა ციფრების ჩვენებას,ასევე ზეგავლენა ექნება თანამედროვე ჯავშანსაც.

წარმოება

რედაქტირება

„ის-122“-ის პროტოტიპი ჩანაცვლდა „ის-85“-ის წარმოებით რომელსაც შემდეგ სახელი „ის-2“ მიენიჭა,ძველი 85 მმ-იანი ქვემეხები გაუკეთეს და გადანახეს სპეციალურად T-34-85-ისთვის, ხოლო დანარჩენი „ის-1“-ები გააძლიერეს „ის-2“-ის დონემდე.

ახალი მძიმე ტანკი ძველ კავე–ზე (1942 წლის მოდელზე) უფრო მარდრი და მსუბუქი გამოდგა, ასევე უკეთესად დაჯავშნული და შეიარაღებული, ძველი კავე–ს წინა ჯავშანი არ იყო უკეთესი ვიდრე „ის-2“-ის რადგან *ის*–ის ჯავშანი კონცენტრირებული იყო შასის ფრონტალურ წერტილზე, ტანკის წონა თითქმის იგივე იყო როგორიც გერმანული „პანტერ“-სი და „თიგერ“-ის და არც არაფრითაც ჩამოუვარდებოდა მათ. 1944 წელს ტანკი გაუმჯობესდა ახალი ქვემეხით D25-T (დე–25–ტე), რომელიც შედარებით უფრო მალე იტენებოდა, მაგრამ მაინც სრულის ძალიან ნელი ტემპი ჰკონდა – მხოლოდ 2 გასროლა წუთში, ასევე დაუყენდა გაუმჯობესებული ცეცხლის მართვის სისტემა, მოგვიანტბით, 1950–60 წ.წ. გარდა ამისა, დაუყენდა დამატებითი ჯავშანი შასზე. 1950 წელს განიცადა კიდევ ერთი მოდერნიზაცია და ეწოდა IS-2M, ახალ ვერსიას დაემატა დამატებით საწვავის ავზები და შეუცვალეს სხვადასხვა მცირე დეტალები.

 
ნაალაფარი IS-3. ისრაელი

IS-3-ის სახელით 2 ტანკი არის ცნობილი,პირველი არის IS-2-ის მოდიფიკაცია რომელსაც ახალი 85მმიანი ქვემეხი დაუყენს შეიარაღებაში,ტანკი არ იქნა შეიარაღებაში მიღებული.

IS-3-ის მეორე ტანკი ბევრად უფრო ცნობილია ვიდრე პირველი. ტანკზე მუშაობა 1944 წლის ნოემბერში დაიწყო ჩელიაბინსკში. ძველის ის-2-ისგან განსხვავებით, უფრო ძლიერი ჯავშანი ჰქონდა, ასევე მოკვერცხილი, ახალი ტიპის კოშკურას ბევრად ძლიერი ჯავშანი ჰქონდა, თუმცა შიდა ინტერიერი ძალიან შეამცირა და განსაკუთრებით რთული გაუხადა სამუშაო დამტენს, თუმცა, ზოგადად, სსრკ–ში დამზადებული ტანკები გამოირჩეოდა ინტერიერის სიმცირით. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ტანკი ნაკლებად შესამჩნევი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ის უნდა ყოფილიყო ზომებში მაქსიმალურად პატარა. ტანკის პატარა კოშკურა ტანკს საშუალებას არ აძლევდა გაესროლა სანგრიდან დამალულს, რა დროსაც მხოლოდ და მხოლოდ კოშკურა და ქვემეხი ჩანს, ვინაიდან ახალ ტანკა სოლისებრი წინი ჰქონდა. ის–3 ტანკს —ქარიყლაპია შეარქვეს. ის–3–ის სერიული დამზადება დაიწყო 1945 წლის მაისში. დამზადებული იყო 2311 ერთეული.

ის-3-მა ძალიან დაუგვიანა მეორე მსოფლიო ომს, პირველად გამოიყენეს 1956 წ. უნგრეთში შეჭრის დროს, სადაც რამდენიმე იქნა განადგურებული . 1960 წელს ტანკმა მოდერნიზაცია განიცდიდა და IS-3M დაერქვა, ტანკი შეიცვალა ისევე როგორც IS-2M.

  • წონა - თავიდან 46 ტონა, ხოლო 1948–52წ.წ. შესწორების შედეგად – 48,8 ტ.
  • ეკიპაჟი - 4
  • წარმოების წლები - 1945-46
  • ექსპულატაციის წლები - 1945-93
  • წარმოების რაოდენობა - 2311
  • სიგრძე - 6.9 მ, ქვემეხიანად – 9850 მმ
  • სიგანე - 3.2მ
  • სიმაღლე - 2,44მ
  • ჯავშანი - წინი – 120 მმ, გვერდები – 90 მმ
  • შეიარაღება - 122-мм Д-25T,ტყვიამფრქვევები 1 × 12,7-მმ ДШК, 1 × 7,62-მმ ДТМ
  • ძრავი - 520 ცხ.ძ.ლიანი В-11-ИС3.
  • სისწრაფე - 37 კმ/სთ
  • მოქმედების რადიუსი - 185 კმ

IS-4 - ის სახელით ორი ტანკია ცნობილი,პირველი არის IS-2 - ის მოდიფიკაცია 100 მმ–იანი დე–10–ტე ქვემეხით რომელიც ლენინგრადში შეიქმნა,შეიარაღებაში არ იქნა მიღებული.

მეორე IS-4 შეიქმნა ჩელიაბინსკში და ბევრად განსხვავდებოდა IS-2 - ისგან,ტანკი იქმნებოდა IS-3 - თან ერთად იგივე ბიუროს მიერ,IS-3 - სგან განსხვავებით უფრო დაჯავშნული და მძიმე იყო,ასევე ჰქონდა დაგრძელებული შასი,დამატებითი ბორბლები და ახალი ძრავა,ძველი IS-2–ისგან დარჩა მისი 122 მმ–იანი ქვემეხი, ტანკის წარმოება 1947 წელს დაიწყო და 2 წელიწადში დამთავრდა 250 მანქანის გამოშვებით. ტანკი ძალიან არამარდი გამოდგა რის გამოც უმეტესობა შეიარაღებიდან ამოიღეს ზოგი კი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში განათავსეს.

ახალ ტანკზე გამოიცადა ელექტრული ტრანსმისია, რომლის მსგავსი უკვე გამოცდილი ჰქონდა საფრანგეთს და აშშს ხოლო გერმანელებმა კი მეორე მსოფლიო ომის დროს ელეფანტი და ფერდინანდი აწარმოეს ახალი ტრანსმისიით. ექსპერიმენტული ტანკები სახიფათო გამოდგა რადგან ძრავები ძალიან მალე ხურდებოდა.

 
სსრკ-ის მიერ დამზადებული ყველაზე დიდი ტანკი IS-7

IS-7 იყო საბჭოთა კავშირის მიერ ყველაზე დიდი ტანკი რაც კი ოდესმე უწარმოებია,მის შეიარაღებაში 130 მმ-იანი ქვემეხი შედიოდა, წონით კი 68 ტონა იყო. ტანკი არასდროს არ წარმოებულა სერიულად მისი ზომისა და სიძვირეს დაგამო.

ძირითადი სტატია : T-10

ტანკი *ტე–10* უკანასკენლია *იოსებ სტალინის* ტანკების სერიებიდან,ტანკი ბევრად განსხვავდებოდა მისი წინაპრებისგან,უპირველეს ყოვლისა დაგრძელებული შასით,ახალი თვითაორთქლებადი ქვემეხით,ახალი ძრავით და გაძლიერებული ჯავშნით და ასევე ატარებდა უფრო მეტ ტყვია–წამალს (ამუნიციას). ტანკი შეიარაღებაში 1953 წელს მიიღეს და ჩამოაყალიბეს დამოუკიდებელი ბატალიონები სადაც მხოლოდ ტე-10 ტიპის ტანკები იყო. ტანკს თავდაპირველად IS-10 ერქვა, თუმცა 1953 წელს სტალინის გარდაცვალების გამო სახელი გადაერქვა. 1956 წლიდან მზადდებოდა მოდერნიზებული 51,5 ტონიანი მძიმე ტანკი ტე–10–ემ.

საბრძოლო ისტორია

რედაქტირება

IS-2 ომში 1944 წელს ჩაერთო და მასშემდეგ აქტიურად მონაწილეობდა,ტანკებს უმეტესად ქალაქის შეტევისას და კარგად დაცულ ობიექტების გასარღვევად იყენებდნენ,თუმცა ტანკებს მაინც უხდებოდათ თაიგერებთან ბრძოლა,ბრძოლისას გამარჯვებული მხოლოდ მაშინ გამოვიდოდა IS-2 - ი თუ ის პირველ გასროლას ზუსტს გააკეთებდა,თიგერს მოხვედრისთანავე ბოლომდე ანადგურებდა მაგრამ აცდენის შემთხვევაში ტანკი გადატენვას დიდ ხანს უნდებოდა, რის შემდეგადაც საპასუხო ცეცხლისას ნადგურდებოდა,შედარებისთვის თუ IS-2 - ს შეეძლო წუთში 2-3 გასროლის გაკეთება, მაშინ "თიგერი" 7–8 - ს გასროლას ასწრებდა და ფაქტობრივად შანს არ უტოვებდა პირისპირ ბრძოლისას,თუმცა IS-2 - ს ქვემეხი 122მმ - ით უფრო ძლიერ ჯავშანს ხვრეტდა ვიდრე მისი გერმანული ოპონენტი რომელიც 109მმიანს ხვრიტავდა 1000 - ი მეტრიდან,თუმცა თიგერს ბევრად უკეთესი ოპტიკა ეყენა ვიდრე IS-2 - ს რომელსაც მოძველებური და ბევრად უარესი ჰქონდა. ამისდა მიუხედავად IS-2 - ი მაინც წარმატებული ტანკი გამოდგა,ის ქვეითებს დიდ დახმარებას უწევდა ბრძოლის ველზე და ანადგურებდა საველე სიმაგრეებს ერთი გასროლით.

  • 1945 წელს ვისლა–ოდერის ოპერციისას IS-2 - ებმა იმდროინდელი საბჭოთა მონაცემების მიხედვით შეძლეს და გაანადგურეს მოწინააღმდეგი 19 ტანკი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარი,ასევე 41 საარტილერიო ქვემეხი,15 მეტყვიამფრქვევის პოზიცია,ასევე 10 ნაღმმტყორცნი და 12 სანგარი.

ოპერაციისას არც ერთი IS-2 არ განადგურებულა.

IS-2-ის მოდელი 1944 ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა სხვადასხვა არმიის შეიარაღებაში,მათ შორის ჩატანილიც იყო კორეის ომში თუმცა მონაწილეობა არ მიუღიათ.

IS-3 პირველად გამოჩნდა 1945 წლის 7 ნოემბერს მოკავშირეების მიერ ერთობლივად ჩატარებულ აღლუმზე და მალევე დიდი ინტერესი გამოიწვია აშშ-ი და დიდ ბრიტანეთში რომლებმაც ტანკის საპასუხოდ თავიანთი მძიმე ტანკები შექმნეს.

1950 წელს ტანკების სრული გადაიარაღება ხდებოდა ძირითად საბრძოლო ტანკებზე რომლებსაც კარგი სიმარდე,შეიარაღება და მძიმე ტანკის ჯავშანი ჰქონდათ, გარდა ამისა, საბჭოთა საომარი დოქტრინა სწრაფ საბრძოლო მოქმედებებს გულისხმობდა. სწორედ ამ ტაქტიკაში ვერ ჯდებოდნენ მძიმე ტანკები, ამიტომაც, უკვე 1960-იანი წლებისთვის რეზერვში გადაიყვანეს, ზოგი ტანკი დაშალეს და საცეცხლე წერტილებად გადააქციეს.

ტანკები საბჭოთა კავშირმა გამოიყენა უნგრეთში და პრაღაში, გარდა ამისა, ეგვიპტეში 100 IS-3M (ის–3–ემ) გაიგზავნა სადაც მონაწილეობა მიიღეს ექვს დღიან ომში,ებრაელმა მედესანტეებმა და ქვეითების ტანკ საწინააღმდეგო ყუმბარებმა ვერაფერი დააკლეს IS-3M-ს, გარდა ამისა, საშუალო მანძილიდან ვერ ხვრიტავდა M-48 Patton-ი თავისი 90მმ-იანი ქვემეხით და პირიქით IS-3-ბმა რამდენიმე პატონის წყობრიდან გამოყვანა შეძლეს.

საერთო ჯამში სატანკო შეტაკებებისგან 7 IS-3 განადგურდა. გარდა ამისა, 74 ტანკი წყობრიდან გამოვიდა ტექნიკური ხარვეზების გამო და ეკიპაჟმა მიატოვა (კერძოდ ძრავა ვერ შეეგუა ცხელ ჰავას). გარდა ამისა, ტანკმა ძალიან დაბალი სიმარდე და სროლის დაბალი სიჩქარე აჩვენა.

ომის შემდეგ ისრაელს 73 ნაალაფარი IS-3 დარჩა შეიარაღებაში. შესწორება შეტანილია „სოვეტცკი ტანკი“ და სხვ. ცნობარების საფუძველზე

ოპერატორები

რედაქტირება
  ჩინეთი
  კუბა
  • კუბის არმია: ქვემეხები მოხსნეს და დააყენეს დოტებზე,რომელიც იცავს სანაპირო ზოლს.
  ეგვიპტე
  ნაცისტური გერმანია
  • ვერმახტი: 1945 წლისთვის გააჩნდათ 1 ან 2 ნაალაფარი IS-2 - ი.
  ისრაელი
  ჩრდილოეთი კორეა
  პოლონეთი
  • პოლონეთის არმია: დაახლოებით 71 IS-2 - ს იყენებდნენ 1944-1945 წლებში. 180 მდე ირიცხებოდა შეიარაღებაში 1960 - ი წლისთვის;1960 წლის შემდეგ ისინი გადააკეთეს საინჟინრო მანქანებად. 2 IS-3 იყიდეს გამოსაცდელი მიზნით
  რუმინეთი

  სსრკ: აწარმოებდა სტალინის სერიის ტანკებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება