Т-10
Т-10 (ასევე იცნობენ ობიექტ 730 სახელით) — ცივი ომის დროინდელი საბჭოთა მძიმე ტანკი, ეს კი იყო ბოლო ტანკი რომელიც შეიქმნა ის-ზე და კვ ტიპის ტანკებზე. მისი წარმოება დაიწყეს 1952 წელს ИС-10-ის სახელით თუმცა იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ მას გადაარქვეს სახელი და დაარქვეს Т-10. წინაპრისგან განსხვავებით Т-10-ს გაძლიერებული ჰქონდა ჯავშანი, ასევე კორპუსი, 5 ბორბალის მაგივრად ჰქონდა 6, რაც აძლევდა რთულ ადგილებში გადაადგილების საშუალებას, ასევე ჰქონდა გაუმჯობესებული ქვემეხი და დიზელის ძრავა, გარდა ამისა, გაეზარდა ამუნიცია.
Т-10 | |
---|---|
მოდიფიკაცია | |
საბრძოლო წონა, ტ | 52-2 |
ეკიპაჟი, კაცი | 4 ადამიანი |
ისტორია | |
გამოშვების წელი(წლები) | 1953—1966 |
ექსპლუატაციის წელი(წლები) | 1953- |
ზომები | |
სიგრძე ქვემეხით, მმ | 7.41 m, 9.87 m ქვემეხით |
კორპუსის სიგანე, მმ | 3.56 m |
სიმაღლე, მმ | 2.43 m |
ჯავშანი | |
კორპუსის ბორტი, მმ/გრად.' | 80 |
აქტიური დაცვა | 240mm |
შეიარაღება | |
ქვემეხის საბრძოლო მარაგი | 40 |
ტყვიამფრქვევები | , 2 × 12,7-მმ ДШКМ |
სხვა შეიარაღება | 122მმ ქვემეხი |
მობილურობა | |
ძრავის ტიპი | 12 ცილინდრიანი დიზელის |
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 580 |
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ | 48 |
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ | 22—27 |
სპეციალური სიმძლავრე, ც.ძ. | 15,7 |
საბჭოთა ტანკების არენდით გაცემა
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომში სატანკო ბრძოლოებში ყოველთვის დაბრკოლება ხდებოდა მძიმე ტანკები. როცა ბერლინში საბჭოთა ტანკები შევიდნენ განხეთქილების მიზეზი მძიმე ტანკები გახდნენ, რადგან ისინი ძალიან მოუქნელები იყვნენ ქალაქის ბრძოლებში, ამიტომ ბერლინში შეიყვანეს საშუალო წონის T-34 ტიპის ტანკები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც აგრძელებდნენ მათ გამოშვებას თუმცა არც თუ ისე დიდი ხნით (ამავე დროს ამერიკაც უშვებდა თავის მძიმე ტანკს M103 და ინგლისი კი Conqueror ს), მაგრამ დაიწყეს საშუალო სიმძიმის ტანკების გამოშვება Т-54 და Т-62 რომელებიც არაფლით ჩამოუვარდებოდნენ ჯავშანში მძიმე ტანკებს.
1960 წელს კი საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა ძალიან მოიწონეს საშუალო ტანკები და მძიმე ტანკების მთლიანად ამოღება დაიწყეს,მოტორიზირებულ ბატალიონებში შეიარაღებაში მიიღეს Т-54/55 - ები რომლებიც შემდგომ ჩაანაცვლეს ულტათანამედროვე ტანკებით T-64 - ებით ბოლოს კი დაიწყეს ძალიან სწრაფი ტანკების Т-80 ების გამოშვება.
Т-10 სერიული გამოშვება შეწყდა 1966 წელს და გააჩერეს ყველა მძიმე ტანკი პროექტი, ტანკ საწინააღმდეგო რაკეტების ტანკებზე დაყენების შემდეგ მძიმე ტანკებს აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ექნებოდა რადგან, ტანკს საწინააღმდეგო რაკეტების სროლა შეეძლო იგივე მანძილზე რამდენზეც მძიმე ტანკი ისროდა,მალე საბჭოთა კავშირმა გამოუშვა პირველი ქვეთთა საბრძოლო მანქანა БМП-1 რომელიც შეიარაღებული რაკეტითაც იყო.
პროდუქციის ისტორია
რედაქტირებაT-10-ს საბჭოთა კავშირის გარდა იყენებდნენ ვარშავის ხელშეკურლების მყოფი ქვეყნები ასევე ექსპორტზე გადიოდა ეგვიპტეში და სირია - ში, ასევე შესაძლოა ჰყოლოდა ჩრდილოეთ ვიეტნამს ომში კი მხოლოდ ერთხელ იბრძოლა იომ ქიფურის ომში,მისი ბოლო მოდიფიკაცია გამოვიდა 1967 წელს ხოლო შეიარაღებიდან ამოიღეს 1996 წელს, უმეტეს ტანკებს კოშკურები მოაძვრეს და დაუყენეს ტანკ საწინააღმდეგო შეიარაღება
მოდიფიკაციები
რედაქტირება- T-10A - დამატებული ჰქონდა ქვემეხის სტაბილიზატორი.
- T-10B - სიბრტყეში ჰქონდა 2 ქვემეხის სტაბილიზატორი.
- T-10M - შეცვლილი ჰქონდა ქვემეხი და დაყენებული M-62-T2 რომელიც მთლიანად ბრტყელი იყო ასევე შეცვლილი ჰქონდა ტყვიამფრქვევი და დაყენებული ჰქონდა კპვ,ღამის ხედვის ხელსაწყოები და შეეძლო რადიაციულ ადგილებზე მოქმედება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- www.battlefield.ru დაარქივებული 2010-09-12 საიტზე Wayback Machine.