I've Got a Feeling“ — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Let It Be, რომელიც გამოვიდა 1970 წელს. ეს არის ერთ-ერთი იმ სიმღერებიდან, რომელიც The Beatles-ის მიერ სახურავზე გამართული გამოსვლის დროს ჩაიწერა. აერთიანებს ორ სიმღერას - პოლ მაკ-კარტნის „I've Got a Feeling“-ს და ჯონ ლენონის „Everybody Had a Hard Year“-ს.

„I've Got a Feeling“
სიმღერაThe Beatles
ალბომიდან Let It Be
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 8 მაისი, 1970
ჩაიწერა 30 იანვარი, 1969 (კონცერტი სახურავზე)
ჟანრი ბლუზ-როკი[1]
ხანგრძლივობა 3:37
ხმისჩამწერი ლეიბლი Apple, EMI
ავტორ(ებ)ი ლენონი–მაკ-კარტნი
პროდიუსერი ფილ სპექტორი
Let It Beსიმღერები

ლენონის სიმღერა ლიტანიის ფორმაას ატარებდა და ყოველი სტრიქონი იქნებოდა სიტყვით „everybody“. ჯონმა იგი ორჯერ ჩაწერა, Let It Be-ს სესიებამდე. პირველი ვერსია ჩაიწერა 1968 წლის დეკემბერში კენვუდში, პორტატულ ჩამწერზე.[2] ამ შემთხვევაში იყო განსხვავებები საბოლოო ვარიანტისგან - ჟღერდა „Everyone had a hard year“ და არა „Everybody“[2] მოგვიანებით, 1968 წლის დეკემბერში ტექსტში everybody გამოჩნდა. ლენონის კადრები, სიმღერის შესრულებით, შესულია იოკო ონოს არტ-ფილმში Rape: Film No. 6, რომელიც ავსტრიის ეროვნული ტელევიზიის ეთერში 31 მარტს გავიდა.[3]

მაკ-კარტნის სიმღერა ოპტიმისტურია, მაგრამ მის ფონზე ლენონი საპირისპიროა - იგი მღერის, რომ „ყველას მძიმე წელი ჰქონდა“ - რაშიც გულისხმობს სინთია ლენონთან გაყრას, იოკო ონოს წარუმატებელ ფეხმძიმობას, ჰეროინის მოხმარებასთან პრობლემებს, ნარკოტიკების შენახვისთვის დაპატიმრებას, შვილ ჯულიანთან განშორებას და The Beatles-ში მუშაობით დაღლას.

ფილმში „დაე ასე იყოს“ ლენონი ხუმრობით ამბობს, რომ „Everybody Had a Hard Year“ წინა დღეს დაწერა.

პერსონალი

რედაქტირება
პერსონალი იენ მაკდონალდის თანახმად[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Top 100 Albums of the 1970s. Pitchfork. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 23 February 2010.
  2. 2.0 2.1 Winn, John C. (2009). That Magic Feeling. New York: Three Rivers Press, გვ. 230-231. ISBN 0307452395. 
  3. Winn, John C. (2009). That Magic Feeling. New York: Three Rivers Press, გვ. 235. ISBN 0307452395. 
  4. მაკდონალდი, იენ (2005). Revolution in the Head: The Beatles' Records and the Sixties, Second Revised, London: Pimlico (Rand), გვ. 332. ISBN 1-84413-828-3.