I'm Losing You
I'm Losing You — ჯონ ლენონის სიმღერა, რომელიც შესულია მუსიკოსის უკანასკნელ ალბომში Double Fantasy. ის დაწერილია ბერმუდის კუნძულებზე 1980 წლის ივნისში, მას შემდეგ რაც ლენონმა მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო ტელეფონით დაკავშირებოდა იოკო ონოს.[1] ეს სიმღერა აგრეთვე შედის 1982 წელს გამოცემულ კრებულში The John Lennon Collection, 1988 წელს გამოცემულ ბოქს-სეტში John Lennon Anthology, ერთდისკიან კრებულში Wonsaponatime, 2005 წელს გამოშვებულ ორდისკიან კრებულში Working Class Hero: The Definitive Lennon და 2010 წელს გამოცემულ ალბომში Gimme Some Truth. სიმღერა ასევე გამოყენებულია 2005 წლის მიუზიკლში „ლენონი“.
„I'm Losing You“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — ჯონ ლენონი | ||||
ალბომიდან Double Fantasy | ||||
გამოსვლის თარიღი | 17 ნოემბერი 1980 | |||
ჩაიწერა | 6 აგვისტო - 13 ოქტომბერი 1980 | |||
ჟანრი | როკი | |||
ხანგრძლივობა | 3:57 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Geffen | |||
პროდიუსერი | ჯონ ლენონი, იოკო ონო და ჯეკ დუგლასი | |||
სიმღერები | ||||
|
შემსრულებლები
რედაქტირებაორიგინალური სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობდნენ:[1]
- ჯონ ლენონი - ვოკალი, აკუსტიკური გიტარა
- ერლ სლიკი, ჰიუ მაკ-კრეკენი - ელექტრო-გიტარა
- ტონი ლევინი - ბას-გიტარა
- ჯორჯ სმოლი - ფორტეპიანო
- ენდი ნიუმარკი - დასარტყამი საკრავი
- არტურ ჯენკინსი - პერკუსია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 John Lennon: I'm Losing You. The Beatles Bible. ციტირების თარიღი: 6 September 2011.