ალციონა
(გადამისამართდა გვერდიდან Halcyon)
ალციონა ან ალკუნი-ალციონა (ლათ. Halcyon) — ფრინველთა გვარი ალკუნისებრთა ოჯახისა. მოიცავს 11 სახეობას. ზოგჯერ აერთიანებენ ალციონასებრთა ოჯახში (ლათ. Halcyonidae). ადრე ამ გვარში შედიოდა დღევანდელი სამი გვარის (Actenoides, Syma და Todiramphus) წარმომადგენლები. ტანად მსხვილი ფრინველებია, ძლიერი ნისკარტით. გავრცელებულნი არიან ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში. ბინადრობენ ტყის ზონებში. იკვებებიან მწერებით, მღრღნელებით, გველებითა და ბაყაყებით, ზოგიერთი სახეობა — თევზით.
ალციონა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ლურჯმკერდა ალციონა (Halcyon malimbica) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Halcyon (Swainson, 1821) | |||||||||||||
|
სახეობები
რედაქტირება- Halcyon albiventris — მურათავიანი ალციონა
- Halcyon badia — წაბლისფერი ალციონა
- Halcyon chelicuti — ზოლებიანი ალციონა
- Halcyon coromanda — ალისფერი ალციონა
- Halcyon cyanoventris — იავური ალციონა
- Halcyon leucocephala — ნაცრისფერთავა ალციონა
- Halcyon malimbica — ლურჯმკერდა ალციონა
- Halcyon pileata — საყელოიანი ალციონა
- Halcyon senegalensis — სენეგალური ალციონა
- Halcyon senegaloides — მანგროს ალციონა
- Halcyon smyrnensis — წითელნისკარტა ალციონა
ლიტერატურა
რედაქტირება- Fry, K & Fry, H.C. (2000): Kingfishers, Bee-eaters and Rollers. ISBN 0-691-08780-6