h ინდექსი წარმოადგენს მკვლევარის სამეცნიერო პროდუქტიულობის, აქტუალობისა და გავლენიანობის შემაფასებელ საშუალებას, რომელიც გამოითვლება ერთი მეცნიერის ციტირებადი ნაშრომების რაოდენობისა და სხვა მეცნიერთა შრომებში მისი ციტატების რაოდენობის მაჩვენებელებზე დაყრდნობით. h ინდექსის სინონიმებია: h მაჩვენებელი, ჰირშის რიცხვი, ჰერფაინდალის ინდექსი (ეკონომიური მეცნიერებებისათვის).
h ინდექსით ასევე შესაძლებელია შეფასდეს მეცნიერთა ჯგუფის, ლაბორატორიის, კათედრის, ფაკულტეტის, ინსტიტუტის, უნივერსიტეტის სამეცნიერო პროდუქტიულობა, აქტუალობა და გავლენიანობა.
ეს მაჩვენებელი 2005წ. შემოიღო ფიზიკოსმა ჟორჟ ჰირშმა, სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, რათა შეეფასებინა თეორეტიკოს-ფიზიკოსების სამეცნიერო გავლენიანობა [1] . ჰირში თვლიდა, რომ დიდ კვლევით უნივერსიტეტში მოღვაწეობისათვის ფიზიკოსისათვის საჭირო ნიშანია 10-12, სრული პროფესორის შესაფერისი მაჩვენებელია - 18, ამერიკის ფიზიკოსთა ასოციაციის სტიპენდიანტობისათვის (ფელოუშიპისათვის) - 15-20, ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის წევრობისათვის კი 45 და მეტი ,[2].

განმარტება და მნიშვნელობა რედაქტირება

h ინდექსის გამოსათვლელად საჭიროა ვიცოდეთ თუ რამდენჯერ იქნა ციტირებული მოცემული მეცნიერის ნაშრომები. ჰირში წერდა:

მეცნიერის პროდუქტიულობის, აქტუალობისა და გავლენიანობის შემაფასებელი ინდექსი = h, თუ მეცნიერს გამოქვეყნებული აქვს Np რაოდენობის ნაშრომი და თითოეულიდან ციტირებათა რაოდენობამ შეადგინა h ოდენობა, ხოლო ყველა დანარჩენი ნაშრომებიდან (Np - h) განხორციელდა < h რაოდენობის ციტირება [1].

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეცნიერის აკადემიური მაჩვენებელია h, თუ მას გამოქვეყნებული აქვს h რაოდენობის ნაშრომი და თითოეული ნაშრომი სხვა მეცნიერების მიერ ციტირებულ იქნა სულ მცირე h-ჯერ.
ამგვარად h ინდექსი ასახავს ციტირებადი პუბლიკაციების რაოდენობას და ციტატების რაოდენობას თითოეული პუბლიკაციიდან. h ინდექსი გაცილებით უკეთესად აფასებს მეცნიერის მოღვაწეობას ვიდრე უბრალოდ ნაშრომთა საერთო რაოდენობა. აუცილებელია, რომ h ინდექსებით შედარება მოხდეს მხოლოდ ერთი და იმავე სფეროში ან დარგში მოღვაწე მეცნიერებს შორის, რადგან სხვა და სხვა დარგის ან სფეროსათვის h ინდექსის საშუალო მაჩვენებელი შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს. მაგალითად, ფიზიკაში საშუალო გავლენიანობის მქონე მეცნიერის h იდექსის რიცხვი შეიძლება უდრიდეს მეცნიერებაში მისი აქტიური მოღვაწეობის წლების რაოდენობას, მაშინ როდესაც სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებაში მოღვაწე საშუალო მეცნიერის h ინდექსის რიცხობრივი მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება.
h ინდექსი წარმოადგენს სამეცნიერო ჟურნალების გავლენიანობის ფაქტორის ე.წ. იმპაქტ ფაქტორის ალტერნატივას, რადგანაც ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მეცნიერის ან მეცნიერთა ჯგუფის გავლენიანობის მაჩვენებელთან. ვინაიდან მხოლოდ ხშირად ციტირებადი სტატიები ახდენენ გავლენას h ინდექსზე, მისი განსაზღვრა საკმაოდ მარტივია. მაგალითად, 2005 წლისათვის სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის h = 118, რომელშიც ყველაზე მაღალი ინდივიდუალური წვლილის შემტანი მეცნიერის h = 66. გარდა ამისა, ჰირშმა დაასაბუთა, რომ h ინდექსის საშუალებით შეგვიძლია წინასწარ განვსაზღვროთ, მეცნიერის პოტენციალი მიიღოს მაღალი რანგის ჯილდო, როგორიცაა ეროვნული აკადემიის წევრობა თუ ნობელის პრემია[1] .

გამოთვლა რედაქტირება

 
h-ინდექსის მრუდი
პუბლიკაციები დალაგებულია ციტირებების კლებადობის მიხედვით, მრუდის ქვეშ მოცემულია ციტირებების საერთო რიცხვი, h გადაკვეთის წერილი ემთხვევა 45o დახრის წრფეს

h ინდექსის გამოთვლის მაგალითები:

  • თუ მეცნიერს გამოქვეყნებული აქვს 100 ნაშრომი და თითოეული ეს ნაშრომი ციტირებულია ერთხელ (ანუ ციტირების საერთო რაოდენობაა 100), მაშინ h = 1.
  • თუ მეცნიერს გამოქვეყნებული აქვს 1 სტატია, რომელიც ციტირებულია 100-ჯერ, მაშინ მისი h = 1.
  • რეალისტური მაგალითი:
მეცნიერის ერთი პუბლიკაცია ციტირებულია 20-ჯერ;
2 სხვა სტატია - 13-ჯერ;
3 სტატია 7-ჯერ;
4 სტატია 5-ჯერ;
5 სტატია 3-ჯერ;
6 სტატია 3-ჯერ;
7 სტატია თითოჯერ.
მოცემულ შემთხვევაში h = 4.

ინტერნეტში არის მრავალი გვერდი, სადაც ავტომატურად გამოითვლება მეცნიერის h ინდექსი: Scopus, Web of Knowledge და Google Scholar. მხედველობაში მისაღებია ის ფაქტიც, რომ ერთი და იმავე მეცნიერის h ინდექსი სხვადასხვა საიტზე შეიძლება განსხვავებული იყოს, რაც განპირობებულია ცალკეული ვებ გვერდის მონაცემთა ბაზის თავისებურებით. ამ შემთხვევაში Google Scholar-ის მონაცემთა ბაზა ნაკლებად ზუსტი და დახვეწილია, ხოლო Web of Knowledge მხოლოდ რეგისტრირებულ ავტორებზე იძლევა მონაცემებს.
ეს პრობლემატიკა დეტალურად გამოიკვლია ლოკმან მეჰომ და კიდუკ იანგმა [3]. მათ დაადგინეს, რომ Web of Knowledge მდიდარია ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციებით, მაგრამ ღარიბია მაღალი გავლენის (იმპაქტ ფაქტორის) სამეცნიერო კონფერენციების მასალების შემცველობის თვალსაზრისით. Scopus-ის მონაცემთა ბაზაში დიდი მოცულობითაა წარმოდგენილი სამეცნიერო კონფერენციების მასალები, მაგრამ იგი მოისუსტებს 1992 წლამდე გამოქვეყნებული საჟურნალო პუბლიკაციებით. ძალიან მდიდარი და მრავალრიცხოვანია ნებისმიერი სახის პუბლიკაციებით Google Scholar, მაგრამ ღარიბია 1990 წლამდე გამოქვეყნებული ნაშრომებით . გარდა ამისა მასში ბევრია ე.წ. ნაცრისფერ ლიტერატურაც.
აქედან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნები: განვსაჯოთ თუ რომელი წყაროა უფრო სანდო h ინდექსის შეფასებისას, შედარებისას ვიხელმძღვანელოთ ერთი და იმავე წყაროთი, გავითვალისწინოთ, რომ მონაცეთა ბაზები გამუდმებით იცვლება და მნიშვნელობა ენიჭება დროის ფაქტორსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მეცნიერის ღვაწლის შეფასებაში შეცდომა დავუშვათ. ცრუ-უარყოფითმა მაჩვენებელმა შეიძლება უფრო სავალაო შედეგები გამოიღოს მეცნიერის კარიერაში, ვიდრე ცრუ-დადებითმა ანუ გაბერილმა h ინდექსმა [4].

სხვა ბიბლიომეტრიკული ინდექსები რედაქტირება

h ინდექსი გაცილებით უფრო ინფორმატიული მაჩვენებელია, ვიდრე სხვა რომელიმე ბიბლიომეტრიკული ინდიკატორი, როგორიცაა: ნაშრომთა საერთო რაოდენობა (Np); ციტირებების საერთო რაოდენობა (Nc); ციტირებების რაოდენობა ერთ პუბლიკაციაზე (Nc / Np); გავლენიანი პუბლიკაციების რაოდენობა; ციტატების რაოდენობა გავლენიანი პუბლიკაციიდან;

  • ნაშრომთა საერთო რაოდენობა (Np) განსაზღვრავს მეცნიერის პროდუქტიულობას, მაგრამ ეს რიცხვი არანაირ წარმოდგენას არ იძლევა პუბლიკაციის აქტუალობასა და გავლენიანობის შესახებ.
  • ციტირებების საერთო რაოდენობა (Nc) განსაზღვრავს ნაშრომის ზოგად გავლენიანობას; თუმცა ამ კრიტერიუმით დიდი ნიშნები შეიძლება მიიღოს მეცნიერმა, რომლის პროდუქტიულობა ერთი-ორი გავლენიანი სატატიაა, სადაც იგი თანაავტორია. გარდა ამისა, ამ კრიტერიუმით უფრო მაღალ შეფასებას დაიმსახურებს მიმოხილვითი სტატიები, რომლებიც გაცილებით ციტირებადია, ვიდრე ორიგინალური კვლევის ამსახველი სტატიები. ანუ შეფასების ეს მიდგომა არათანაბარ პირობებში აყენებს მეცნიერებს.
  • ციტირებების რაოდენობა ერთ პუბლიკაციაზე (Nc/Np) საშუალებას იძლევა შევადაროთ სხვა და სხვა ასაკის მეცნიერების აქტუალობა, მაგრამ ამ რიტერიუმით რთულია დადგინდეს პროდუქტიულობა და უთანასწორო პირობებში ვარდებიან მაღალროდუქტიული მეცნიერები.
  • გავლენიანი პუბლიკაციების რაოდენობა განისაზღვრება იმ სტატიების რაოდენობით, რომლებიც ციტირებულ იქნა > y-ჯერ. ამ კრიტერიუმის ნაკლი ისაა, რომ შეიძლება მხედველობაშჲ არ მიიღონ ახალი პუბლიკაციები y-ზე ნაკლები ოდენობის ციტირებებით.
  • ციტატების რაოდენობა გავლენიანი პუბლიკაციიდან ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს შორის ყველაზე ინფორმატიულია. მაგრამ მისი ნაკლი ისაა, რომ რეალურად სხვა და სხვა ოდენობის ციტირების მქონე რამდენიმე გავლენიანი სტატია აქვთ;

h ინდექსი იზრდება ციტირებების მატების ხარჯზე და ამიტომ იგი დამოკიდებული მეცნიერის "აკადემიურ ასაკზე". ამის გათვალისწინებით, სასურველია შეფასებისათვის ავიღოთ განსაზღვრული დროის პერიოდი, მაგალითად 10 წლიანი პერიოდი, რათა განვსაზღვროთ მეცნიერის მიმდინარე გავლენიანობა, აქტუალობა და პროდუქტიულობა მრავალწლიანი მიღწევევს საპირისპიროდ.

დადებითი და უარყოფითი მხარეები რედაქტირება

უპირატესობა რედაქტირება

h ინდექსი აერთიანებს ანუ რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებს, ამგვარად იგი საეცნიერო ნაღვაწს შეაფასებს არ მარტო როგორც შედეგს, არამედ როგორც ბაზისს, რომელსაც ეფუძნება მის მომხრეთა შრომები. h ინდექსი ნაკლებადა არის დამოკიდებული მეთოდურ ნაშრომთა რაოდენობაზე, სადაც წარმოდგენილია ახალი ეფექტიანი ტექნოლოგიები, მეთოდები ან მიდგომები, და რომლებიც, როგორც წესი, უაღრესად ციტირებადია.
მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ციტირებული მეცნიერია კონდენირებული ნივთიერებების თეორეტიკოსი ჯონ პერდევი, რომლის 3 სტატია ციტირებული იქნა 5000-ჯერ და 2 სტატია 4000-ზე ბევრჯერ. ყოველწლირად ქვეყნდება ათასობით სტატია, სადაც ჯ. პერდევის ერთი სტატია მაინც არის ციტირებული. ციტირებების საერთო ჯამი შეადგენს 39000. ჯ. პერდევის h = 51, მაგრამ ეს ინდექსი უნიკალური არაა კონდენსირებული ნივთიერებების თეორეტიკოს მარვინ კოჰენთან შედარებით, რომელსაც აქვს ციტირებების საერთო რაოდენობა უფრო დაბალი - 35000, ხოლო h ინდექსი = 94. ეს განპირობებულია იმით,რომ კოჰენს ასევე აქვს მრავალი გავლენიანი სტატია გამოქვეყნებული მყარი სხეულის ფიზიკაში.

ნაკლი რედაქტირება

  • h ინდექსი გააკრიტიკა ზოგიერთმა მეცნიერმა და მისი კორექცია შემოგვთავაზა. მაგალითად, მიქაელ ნიელსენმა მიუთითა, რომ h ინდექსი ნაკლებად ინფორმატიულია (იხ.) დაარქივებული 2009-02-17 საიტზე Wayback Machine. , მხოლოდ ციტატების რაოდენობას ეყრდნობა და სულაც არ არის ყოვლისმომცველი საზომი [5].
  • h ინდექსი ჩაგრავს ხანმოკლე კარიერის მქონე მეცნიერებს, მიუხედავად მათი ნაშრომის, გამოგონების თუ აღმოჩენის მნიშვნელობისა. მაგალითად, ევარისტ გალუას h = 2, და შეიძლება ასეთი დარჩეს მარადიულად. ალბერტ აინშტაინი რომ ადრეულ ასაკში გარდაცვლილიყო, 1906 წელს მისი h ინდექსი იქნებოდა 4–5, მიუხედავად რომ იმ დროისათვის იგი საყოველთად აღიარებული ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ფიზიკაში, რასაც ადასტურებს იმდროისათვის გამოქვეყნებული მისი ნაშრომები.
  • h ინდექსი არ ითვალისწინებს ციტატების კონტექსტს. მაგალითად, ციტატები ზოგჯერ გამოიყენება შესავალში საკითხის/პრობლემის დასმისათვის და შეიძლება სხვა მხრივ საერთოდ არ ეხებოდეს ნაშრომში წარმოდგენილ კვლევას. ამის გარდა ნაშრომებში ვხვდებით ნეგატიური მნიშვნელობით ციტირებას, ლიტონი ციტირებას ან მტკიცებულების უკუგდებას. ეს კი არანაირად არ მიანიშნებს ციტირებული ავტორის აქტუალობაზე ან გავლენიანობაზე.
  • h ინდექსი არ ითვალისწინებს წვლილის ფაქტორს. ამაში შედის: ე.წ. "უანგარო ავტორობა (წვლილი)", რომელიც ფართოდ მიღებული პრაქტიკაა მეცნიერულ წრეებში; ე.წ. მათეუს ეფექტი და ფავორიტული ციტირება, რაც დამახასიათებელია მიმოხილვითი სტატიებისათვის.
  • h ინდექსი არ ითვალისწინებს თანაავტორთა რაოდენობას. ზოგჯერ ციტირებების სიხშირე განპირობებულია იმით, რომ სტატიას ბევრი თანაავტორი ჰყავდა. გარდა ამისა, გაუთვალისწინებელია ავტორების წვლილი. მაგალითად, ორი თანაბარი შესაძლებლობების მეცნიერი თანაავტორობენ. ერთი მათგანის წვლილი ექსპერიმენტული ნაწილია, ხოლო მეორისა - თეორიული ნაწილი. ეს სტატია გაცილებით დიდი ეფექტს მოახდენს ექსპერიმენტატორი მეცნიერის h ინდექსზე. ბატისტამ და სხვება წამოაყენეს თანაავტორების h ინდექსის გასაშუალოების იდეა [6]. გარდა ამისა , h ინდექსის მაჩვენებელი დამოკიდებული მეცნიერების დარგზეც. მაგალითად ბიოლოგიის მეცნიერის h = 3 ინდექსის ექვივალენტურია მათემატიკოსის h = 9 ინდექსი.
  • h ინდექსი ნატურალური რიცხვია და აქედან გამოდინარე აკლია დისკრიმინატულობა. რუანმა და თოლმა წამოაყენეს რაციონალური h ინდექსი, რომელიც მერყეობს h და h+1 მაჩვენებლებს შორის.[7]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

h ინდექსის გამომთვლელი ვებ-გვერდები რედაქტირება

სიები h ინდექსებით რედაქტირება

პუბლიკაციები h ინდექსის შესახებ რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 J.E.Hirsh (2005). "An index to quantify an individual's scientific research output", PNAS 102 (46): 16569-16572 1
  2. მეცნიერთა რეიტინგი: Peterson, Ivars (December 2, 2005). Science News Online 2 დაარქივებული 2009-01-24 საიტზე Wayback Machine.
  3. Meho, L. I.; Yang, K. (2007). "Impact of Data Sources on Citation Counts and Rankings of LIS Faculty: Web of Science vs. Scopus and Google Scholar". Journal of the American Society for Information Science and Technology 58 (13): 2105–2125 3[მკვდარი ბმული]
  4. Sanderson, Mark (2008). "Revisiting h measured on UK LIS and IR academics". Journal of the American Society for Information Science and Technology 59 (7): 1184–1190 4[მკვდარი ბმული]
  5. Wendl, Michael (2007). "H-index: however ranked, citations need context". Nature 449(7161): 403 5
  6. Batista P. D. et al. (2006). "Is it possible to compare researchers with different scientific interests?". J. Scientometrics 68 (1): 179–189. 6[მკვდარი ბმული]
  7. Frances Ruane & Richard S. J. Tol (2008). "Rational (successive) h -indices: An application to economics in the Republic of Ireland". Scientometrics 75 (2): 395–405. 7[მკვდარი ბმული]