ევარისტ გალუა

ფრანგი მათემატიკოსი

ევარისტ გალუა (ფრანგ. Évariste Galois; დ. 25 ოქტომბერი 1811 — გ. 31 მაისი 1832) — ფრანგი მათემატიკოსი, რომლის გამოკვლევებმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ალგებრის განვითარებაზე. 1830 წელს შევიდა უმაღლეს ნორმალურ სკოლაში, საიდანაც მალე გარიცხეს (1831) პოლიტიკური მოტივით. ამ დროიდან იწყება მისი აქტიური სამეცნიერო და პოლიტიკური მოღვაწეობა.[8]

ევარისტ გალუა
ფრანგ. Évariste Galois
დაბ. თარიღი 25 ოქტომბერი, 1811(1811-10-25)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ბურგ-ლა-რენი
გარდ. თარიღი 31 მაისი, 1832(1832-05-31)[6] [1] [7] [2] [3] [4] [5] (20 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა მათემატიკოსი
მუშაობის ადგილი პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა
ალმა-მატერი პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა და ლუი დიდის ლიცეუმი
მეუღლე
მამა Nicolas-Gabriel Galois
ჯილდოები კონკურ ჟენერალ
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

გალუას მათემატიკურ მემკვიდრეობას შეადგენს მისი თანამედროვეებისათვის ძნელად გასაგები ძალზე შეკუმშულად დაწერილი რამდენიმე ნაშრომი. სასრულ ველთა თეორია არსებითად გალუას მიერაა აგებული (ამ ველებს ამჟამად გალუას ველები ეწოდება). გალუას ძირითადი დამსახურებაა ალგებრულ განტოლებათა რადიკალებში ამოხსნადობასთან დაკავშირებული იდეების ჩამოყალიბება, რომლის საფუძველზე აიგო გალუას თეორია.[8]

მან ძალიან ადრეულ ასაკში გამოავლინა მათემატიკისადმი ლტოლვა. ის კითხულობდა ლეჟანდრის, ლაგრანჟის, ელერისა და გაუსის ნაწერებს. ეს მას საშუალებას აძლევდა, რომ 16 წლის ასაკში პირველ ადგილზე გასულიყო მათემატიკოსთა კონკურსზე. შემდეგ ის პოლიტექნიკურ სკოლაში შესვლას ცდილობდა, მაგრამ უარით გაისტუმრეს.[9]

1829 წელს თავის ნამუშევრები გაუგზავნა მეცნიერებათა აკადემიას, მაგრამ ისინი ოგიუსტენ ლუი კოშის დაეკარგა. იმავე წელს მამამისი თავს იკლავს და უკვე მეორედ უწევს პოლიტექნიკურ სკოლაში შესასვლელი კონკურსის გაცდენა. იგი კვლავ აგზავნის მეცნიერებათა აკადემიაში თავის კვლევებს მათემატიკის დიდი პრიზის მოსაპოვებლად. ჟან ბატისტ ჟოზეფ ფურიეს შინ მიაქვს გალუას ნაწერები, მაგრამ მალე კვდება. მისი ნამუშევრები ისევ იკარგება. ამის შემდეგ ის სამეცნიერო ჟურნალში აქვეყნებს თავის სტატიებს.[9]

მეფის რეჟიმის წინააღმდეგ საჯარო გამოსვლისათვის ორჯერ დააპატიმრეს; განთავისუფლებისთანავე პოლიტიკურმა მტრებმა თავს მოახვიეს დუელი და 20 წლისა მოკლეს.[8]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  2. 2.0 2.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  3. 3.0 3.1 GeneaStar
  4. 4.0 4.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  5. 5.0 5.1 Pas L. v. Genealogics — 2003.
  6. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  7. Archives de Paris
  8. 8.0 8.1 8.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 645.
  9. 9.0 9.1 გენიალური მათემატიკოსის, ევარისტ გალუას ორასი წლისთავი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-08-20.