God Of War (ქართ. ომის ღმერთი) — მოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრის ვიდეო თამაში. პირველად გამოშვებული იქნა Sony Computer Entertainment-ის მიერ 2005 წლის მარტში PlayStation 2-ის პლატფორმისთვის. თამაში შეიქმნა Santa Monica Studio-ს მიერ. 2009 წელს PlayStation 3-ზე გამოვიდა ხელახალი გამოცემა „God of War Collection“.

God Of War
დეველოპერ(ებ)ი SCE Santa Monica Studio
გამომცემელი Sony Computer Entertainment
დისტრიბუტორი იაპ Capcom
სერია God of War
ძრავა Kinetica
Bluepoint Engine
პლატფორმ(ებ)ი PlayStation 2
PlayStation 3
PlayStation Vita
გამოსვლის თარიღი
22 მარტი, 2005
ჟანრ(ებ)ი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი დევიდ ჯაფე
დიზაინერ(ებ)ი დევიდ ჯაფე
პროგრამისტ(ებ)ი ტიმ მოსი
მხატვარი
  • ჩარლ ვენი
  • ტერი სმითი
  • სტივ კეტესონი
სცენარისტი
  • მარიან კრავჩიკი
  • ალექსანდერ სტეინი
  • დევიდ ჯაფე
  • კეით ფეი
კომპოზიტორი
  • ჯერარდ მარინო
  • მაიკ რიგანი
  • რონ ფიში
  • უინიფრედ ფილიპსი
  • ვინი უოლდრონი
  • კრის ვალასკო
საიტი ოფიციალური საიტი

თამაში დაფუძნებულია ბერძნულ მითოლოგიაზე, სადაც მთავარი გმირია „კრატოსი“. ეს უკანასკნელი ემსახურება ღმერთებს, ცდილობს პანდორას ყუთის გახსნით შეაჩეროს ომის ღმერთი არესი, რომელიც განადგურებას უპირებს ქალაქ ათენს.

გეიმპლეი

რედაქტირება

„God of War“ არის ერთმოთამაშიანი ვიდეო თამაში მესამე პირის ხედვით. მოთამაშე აკონტროლებს პერსონაჟს კრატოსს, რომელსაც უწევს სხვადასხვა თავსატეხების გამოცნობა, უამრავ პერსონაჟთან შეხვედრა, ტესტის და ლაბირინთის გავლა, ხელჩართული ბრძოლით მტრების მოგერიება, რათა მიაღწიოს თავის მიზანს. კრატოსი იყენებს ორ ძირითად იარაღს: „ქაოსის ხმლებს“ თამაშის დასაწყისში და „არტემიდას ხმლებს“. ასევე მთავარი გმირი იძენს მაგიასაც, რომელსაც ბრძოლისას იყენებს. კრატოსი იყენებს სხვადასხვა ღმერთის კუთვნილ იარაღებსაც, მაგალითად მედუზას თავს, პოსეიდონის სამკაპს, ჰადესის არმიას, ჰელიოსის მზის ძალას და სხვას.

სიცოცხლის და მაგიის დონის მომატება შესაძლებელია თამაშის განმავლობაში, მედუზა გორგონას თვალის, მინოტავრის რქის და ფენიქსის ფრთის პოვნის შედეგად. იარაღის საბრძოლო ილეთების გაძლიერება შესაძლებელია „წითელი სფეროების“ დახმარებით, რომლებსაც იძენს მთავარი გმირი კრატოსი ბრძოლის დროს და ასევე სკივრების დახმარებით რომლებშიც შენახულია „წითელი სფეროები“.

თამაშის მთავარი გმირი „კრატოსი“

რედაქტირება

კრატოსი მეომარია, რომელიც ემსახურება ომის ღმერთს, არესს. არესი გადასცემს მას „ქაოსის ხმლებს“, რომელიც გამზადებული მისთვის მიწის ქვეშეთში, „ტარტარში“. კრატოსი სპარტელია და თვითონ შესთხოვა არესს დახმარება, სანაცვლოდ კი თავისი სიცოცხლე შესწირა. არესმა მისი თხოვნა შეისმინა და ამის შემდეგ ხდება კრატოსი არესის არმიის წინამძღოლი.

კრატოსი ემსახურებოდა არესს ერთგულად, თუმცა ქალაქ ათენზე შეტევის დროს, როდესაც ღმერთი შემთხვევით კრატოსის ცოლ-შვილს დახოცავს, გადაწყვეტს შურისძიებას. იგი წინასწარმეტყველის რჩევის მიხედვით ეძებს პანდორას ყუთს, რომლის გახსნის შემდეგ კრატოსი შეიძენს ძალას და იგი შეძლებს უკვე ღმერთის მოკვლას. პანდორას ყუთი შენახულია ტაძარში და ის ზურგზე აქვს დაბმული ზევსის მამას, ტიტან კრონოსს. სამი დღის მოგზაურობის შემდეგ დაკარგული სულების უდაბნოში, კრატოსი ხსნის პანდორას ყუთს და იძენს ძალას, რომელიც უწინასწარმეტყველეს და კლავს არესს.

მიმოხილვა

რედაქტირება
 შეფასება
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
GameRankings 93.58%[6]
Metacritic 94/100[7]
ქულები
წყარო რეიტინგი
1UP.com A+[8]
Eurogamer 9/10
GamePro      [9]
GameSpot 9.3/10[10]
GameSpy 5/5[11]
GamesRadar 10/10[12]
IGN 9.8/10[13]

„God of War“-მა მიიღო მაღალი შეფასებები კრიტიკოსებისგან. საერთო განხილვის საიტებზე GameRankings-სა Metacritic-ზე თამაში ფლობს 93 %-ს და 94 ქულას 100-დან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Hight, John. (17 ნოემბერი, 2009) God of War Collection Launches Today for PS3!. PlayStation.Blog. Sony Computer Entertainment America. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 22, 2012. ციტირების თარიღი: November 19, 2009.
  2. Thach Quach. (17 ნოემბერი, 2009) God of War III: Ultimate Trilogy Edition. PlayStation.Blog. Sony Computer Entertainment Europe. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 22, 2012. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი, 2009.
  3. Laughlin, Andrew. (22 მარტი, 2010) 'God Of War Collection' coming April 30. Digital Spy. Nat Mags. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-22. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2012.
  4. Barlog, Cory. (10 თებერვალი, 2014) God of War Collection Coming to PS Vita May 6th. PlayStation.Blog. Sony Computer Entertainment America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-17. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2014.
  5. Spencer. (4 მარტი, 2014) God Of War Collection For Vita Supports PS Vita TV. Siliconera. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-17. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2015.
  6. God of War Reviews. GameRankings. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-23. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2008.
  7. God of War (ps2: 2005). Metacritic. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-15. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2008.
  8. Leone, Matt. (20 მარტი, 2005) God of War (PS2). 1UP. Ziff Davis Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 22, 2012. ციტირების თარიღი: March 31, 2008.
  9. Major Mike. (23 მარტი, 2005) God of War Review from GamePro. GamePro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-12. ციტირების თარიღი: 2016-06-11.
  10. Navarro, Alex. (March 21, 2005) God of War Review. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 22, 2012. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2008.
  11. Padilla, Raymond M.. (22 მარტი, 2005) God of War (PS2). GameSpy. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-22. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2008.
  12. Reparaz, Mikel. (February 28, 2006) God of War Review. GamesRadar. Future plc. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 22, 2012. ციტირების თარიღი: June 27, 2011.
  13. Sulic, Ivan. (18 მარტი, 2005) God of War Review. IGN. Ziff Davis Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 22, 2012. ციტირების თარიღი: March 22, 2005.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=God_of_War&oldid=4555431“-დან