Get on Your Boots“ — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს სიმღერა და სინგლი ალბომიდან No Line on the Horizon. სინგლი გამოჩნდა ინტერნეტში 2009 წლის 23 იანვარს. ფიზიკური ფორმით იგი გამოიცა 2009 წლის 16 თებერვალს.

„Get on Your Boots“

Get on Your Boots
სინგლი – U2
ალბომიდან No Line on the Horizon
B-მხარე No Line On The Horizon
გამოსვლის თარიღი 23 იანვარი, 2009 (ციფრული ჩამოტვირთვა)
16 თებერვალი, 2009
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 3:24
ლეიბლი Universal
პროდიუსერი ბრაიან ინო, დენიელ ლანუა
U2 – სინგლების ქრონოლოგია

„The Ballad of Ronnie Drew“
(2008)
Get on Your Boots
(2009)
„Magnificent“
(2009)
აუდიო ნაწყვეტი
ინფორმაცია ფაილზე

ისტორიარედაქტირება

სიმღერის ერთ-ერთმა პირველმა ვერსიამ გაჟონა სერვისზე YouTube. 2008 წლის აგვისტოში სიმღერას ჯერ კიდევ უწოდებდნენ „Sexy Boots“. მოგვიანებით მას ოფიციალურად ეწოდა „Get on Your Boots“. 2009 წლის იანვარში სინგლი ოფიციალურად გავრცელდა ინტერნეტის მეშვეობით.

სტილირედაქტირება

სიმღერა თავისი სტილით ახლოს არის ალბომების Achtung Baby, Zooropa და Pop განწყობასთან - ელექტრონული მუსიკის, გიტარის მძიმე რიფებისა და ჯგუფისათვის დამახასიათებელი ტიპური მელოდიურობის ნაზავი.

სიმღერების სიარედაქტირება

7" სინგლი (#1798673)[1]
კომპაქტ დისკი (#1798676)[2]
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Get On Your Boots“3:24
2.„No Line on the Horizon 2“4:05
CD ვიდეო ბმულით (#1798675)[3]
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Get On Your Boots“3:24
2.„No Line on the Horizon 2“4:05
3.„Get On Your Boots“ (მუსიკალური ვიდეო) 

მუსიკალური ვიდეორედაქტირება

სიმღერის მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია ალექ კორტესი, რომელმაც მანამდე ითანამშრომლა ჯგუფთან ვიდეოების „Vertigo“ და „City of Blinding Lights“ გადაღებისას. ვიდეო გადაიღეს ლონდონში. მასში ნაჩვენები იქნა ქალის დომინირება მამაკაცებზე. The Edge-ის თქმით, ქალები თავის ხელში იღებენ ყველაფერს, რადგან მამაკაცებმა ყველაფერი გააფუჭეს - პოლიტიკურად, სოციალურად და ეკონომიკურად.

ვიდეოს პრემიერა უნდა გამართულიყო 2009 წლის 30 იანვარს, მაგრამ კლიპი არ იყო დასრულებული და დანიშნული პრემიერაც გადაიდო. ამასთან, ვიდეორგოლის დაუსრულებელი ვარიანტი გამოჩნდა სერვისზე YouTube. მოგვიანებით გამოვიდა სრული ვერსია.

სქოლიორედაქტირება

  1. შენიშვნები გამოცემაზე - Get on Your Boots.
  2. შენიშვნები გამოცემაზე - Get on Your Boots.
  3. შენიშვნები გამოცემაზე - Get on Your Boots.