ჯორჯიან ეარვეისი

(გადამისამართდა გვერდიდან Georgian Airways)

ჯორჯიან ეარვეისი (2004 წლამდე აირზენა) — ქართული კერძო ავიაკომპანია, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს რეისებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით.

Georgian Airways
იატა
A9
იკაო
TGZ
საძახისი
TAMAZI
დევიზი Fly with us
ჰაბები თბილისი-შოთა რუსთაველი
დამატებითი ჰაბები ბათუმი-ქართველი
ფლოტის ზომა 9
დანიშნულების პუნქტების რაოდენობა 22
შტაბ-ბინა საქართველოს დროშა თბილისი, საქართველო
Boeing 737-700
Boeing 737-500

ავიაკომპანია "აირზენა" დაარსდა 1993 წლის სექტემბერში. თავდაპირველად ავიაკომპანია ახორციელებდა ჩარტერულ რეისებს არაბთა გაერთიანებული საამიროებში, იტალიაში, ჩინეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში, სირიაში და ასევე რეგულარულ რეისებს ავსტრიაში (ვენაში).

1999 წელს „აირზენა“ გახდა საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველი.

2004 წელს აგვისტოში, ავიაკომპანიამ სახელწოდება „ჯორჯიან ეარვეის“-ით შეცვალა, თუმცა, „აირზენა“ ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება, როგორც საფირმო ბრენდი.

2000 წლის პირველ ნახევარში, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ავიაპარკის განახლების შესახებ და ლიზინგით აიღო კომპანია „Hapag-Lloyd“-გან ორი BOEING 737-500 ტიპის თვითმფრინავი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა ავიაკომპანიამ დასავლური წარმოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია დაიწყო. მას შემდეგ „აირზენა“ მუდმივად ზრუნავს ავიაპარკის განვითარებაზე და განახლებაზე.

დღეისთვის

რედაქტირება

„ჯორჯიან ეარვეისი“ არის კერძო კომპანია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე საშუალო დიაპაზონის Boeing 737 და CRJ თვითმფრინავებით. ავიაკომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია მგზავრების და ტვირთის უსაფრთხო და საიმედო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე და მაღალი დონის მომსახურებაზე.

ქ.თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენს ავიაკომპანიის საბაზო აეროპორტს.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელია თამაზ გაიაშვილი. გენერალური დირექტორია გივი დავითაშვილი.[1]

უსაფრთხოება

რედაქტირება

2010 წელს „ჯორჯიან ეარვეისი“ IATA -ს (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის) წევრი გახდა.[2]

IATA-ში გაწევრიანებამდე ავიაკომპანიაში IATA-ს საექსპლუატაციო უსაფრთხოების აუდიტი (IOSA) ჩატარდა. ყველა IATA-ს წევრი ავიაკომპანია ექვემდებარება შემოწმებას ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიმართულებით.

IOSA პროგრამა საერთაშორისოდ აღიარებული და მიღებული შეფასების სისტემაა, რომლის მიზანია ავიაკომპანიის ოპერატიული მართვისა და კონტროლის სისტემების შეფასება.

IOSA-ს პროგრამის მიხედვით, ავიაკომპანია შემოწმებას ექვემდებარება შემდეგ სფეროებში:

  • კორპორატიული ორგანიზება და მართვა
  • საფრენოსნო უსაფრთხოება
  • ოპერატიული კონტროლი / ფრენების განლაგება
  • თვითმფრინავის საინჟინრო და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა
  • სალონის უსაფრთხოება
  • თვითმფრინავის მიწისზედა მომსახურება
  • ტვირთის გადაზიდვა
  • ოპერატიული საავიაციო უშიშროება

ავიაკომპანიის საქმიანობა უსაფრთხოების მიმართულებით რჩება კომპანიის უმაღლეს პრიორიტეტად. IOSA სტანდარტებთან და სახელმძღვანელო მითითებებთან შესაბამისობა, ავიაკომპანიის ყველა ძირითადი სფეროს უსაფრთხოდ და უფრო მაღალი ეფექტურობით ფუნქციონირების გარანტია.

2008 წლიდან, ავიაკომპანიამ წარმატებით გაიარა სამი IOSA-ს აუდიტი. ბოლო სერტიფიცირება მოხდა 2012 წელს ოქტომბერში და ძალაში იყო 2017 წლის მარტამდე.[3]

ავიაპარკი

რედაქტირება
ავიაპარკი
თვითმფრინავი სულ
Embraer 190-100AR 3
Boeing 737-700 3
Bombardier CRJ-200 1

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ოფიციალური საიტი
  2. http://www.iata.org
  3. ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-21. ციტირების თარიღი: 2016-11-17.