Game Park

(გადამისამართდა გვერდიდან GamePark)

Game Park — აპარატული უზრუნველყოფის მწარმოებელი სამხრეთ კორეული კომპანია, დაარსებული 1996 წელს.

Game Park
ტიპი კერძო
დაფუძნდა 1996
დაიხურა 2007
მდებარეობა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
დარგი ვიდეო თამაშების ინდუსტრია
პროდუქცია აპარატული უზრუნველყოფა
საიტი

2001 წლის 23 ნოემბერს კომპანიამ, სამხრეთ კორეასა და ევროპის გარკვეულ ტერიტორიაზე გამოსცა პირველი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლიGP32.

2005 წელს Game Park-ს გამოეყო რამდენიმე თანამშრომელი და დაარსეს კომპანია GamePark Holdings, რომლებმაც იმავე წლის 10 ნოემბერს გამოსცეს ლინუქსზე დაფუძნებული პორტატიული კონსოლი და მედიაპლეერი GP2X, რომელიც მიჩნეულია GP32-ის მემკვიდრედ

2006 წელს, GP32-ის წარუმატებლობის შემდეგ, Game Park-მა დაანონსა მომდევნო კონსოლი — XGP და მისი შემცირებული ვერისია — XGP-Mini, თუმცა არც ერთი მათგანი ოფიციალურად არასდროს გამოსულა. 2007 წელს ფინანსური პრობლემების გამო კომპანია Game Park გაკოტრდა.[1]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. GP2X Q&A, With Craig Rothwell დაარქივებული 2008-10-20 საიტზე Wayback Machine. . Clockerz. Accessed on 24-03-2008.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Game_Park&oldid=4005508“-დან