Five Finger Death Punch (ასევე მოიხსენიება, როგორც FFDP ან 5FDP) — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფი ლას-ვეგასიდან, ნევადა. ჩამოყალიბდა 2005 წელს, ჯგუფის სახელი მომდინარეობს კლასიკური საბრძოლო ჟანრის ფილმიდან. ჯგუფი თავდაპირველად შედგებოდა ვოკალისტ აივენ მუდის, გიტარისტ ზოლტან ბატორის, გიტარისტ კალებ ენდრიუ ბინემის, ბასისტ მეტ სნელისა და დრამერ ჯერემი სპენსერისგან. 2006 წელს ბინემი გიტარისტმა დარელ რობერტსმა ჩაანაცვლა, რომელიც 2009 წელს ჯეისონ ჰუკმა შეცვალა. 2010 წელს ბასისტი მეტ სნელი ჯგუფიდან გაუშვეს, 2011 წელს მისი ადგილი კრის კაილმა დაიკავა.

Five Finger Death Punch

Five Finger Death Punch, 2017
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც 5FDP, FFDP, Death Punch
დაბ. თარიღი 2005
დაბ. ადგილი ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ
ჟანრ(ებ)ი გრუვ მეტალი, მძიმე მეტალი, მძიმე როკი, ალტერნატიული მეტალი[1][2][3]
აქტიური 2005-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი The Firm/EMI
Prospect Park
Spinefarm Records/Universal Music Group
წევრები ზოლტან ბატორი, ჯერემი სპენსერი, აივენ ლ. მუდი, ჯეისონ ჰუკი, კრის კაილი
ყოფილი წევრები მეტ სნელი, კალებ ენდრიუ ბინემი, დარელ რობერტსი
საიტი fivefingerdeathpunch.com
Five Finger Death Punch ვიკისაწყობში

ჯგუფის პირველი ალბომი The Way of the Fist 2007 წელს გამოვიდა. ალბომის გამოშვების შემდეგ ჯგუფმა საკმაოდ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. რიგით მეორე ალბომმა War Is the Answer მათი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. თითოეული ალბომი 500 ათასზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა, რითაც RIAA-ს ოქროს ჯილდოები მოიპოვა. ჯგუფის მესამე ალბომი, სახელწოდებით American Capitalist 2011 წლის 11 ოქტომბერს გამოვიდა და ოქროს ალბომის სტატუსი ერთ წელზე ნაკლებ ხანში მოიპოვა. ჯგუფი უკრავს ისეთ საერთაშორისო ფესტივალებზე, როგორებიცაა Mayhem Festival (2008, 2009 და 2013) და Download Festival (2009, 2010, 2013 და 2015).

ჯგუფის წევრები რედაქტირება

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. James Christopher Monger. Five Finger Death Punch | Biography. AllMusic. ციტირების თარიღი: May 19, 2014.
  2. List: ARTISTdirect.com's Top 10 Five Finger Death Punch Songs @ARTISTdirect. Artistdirect.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 20, 2018. ციტირების თარიღი: May 19, 2014.
  3. Carman, Keith. (May 15, 2009) Five Finger Death Punch Reveal War Is the Answer • News •. Exclaim.ca. ციტირების თარიღი: May 19, 2014.