მანული
(გადამისამართდა გვერდიდან Felis manul)
მანული (ლათ. Felis manul; Otocolobus manul) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 52-65 სმ აღწევს, ფერად მურა-ყვითელია, სხეულის უკანა ნაწილსა და კუდზე მუქი განივი ზოლები დასდევს. აქვს ხშირი და გრძელი ბეწვი, ლოყებზე — ქილვაშები.
მანული | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Felis manul | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 15640 | |||||||||||||||
|
გავრცელებულია ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ ამიერკავკასიაში, შუა აზიაში, სალხრეთ ალთაიზე, ტუვის და იმიერბაიკალეთის სამხრეთით. ბინადრობს ველებსა და ნახევრად უდაბნოებში. მცირერიცხოვანია. აქტიურია შებინდებისას და ღამით. იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით, ხვლიკებით. იყენებენ მანულის ტყავს.
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 414-415.