ჩიტიწვივა

(გადამისამართდა გვერდიდან Epimedium)

ჩიტიწვივა (ლათ. Epimedium) — მცენარეთა გვარი კოწახურისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი მხოხავფესურიანი ბალახებია. მათი ღეროს სიმაღლე 20 — 30 სანტიმეტრს აღწევს.

ჩიტიწვივა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  კოწახურისებრნი
გვარი:  ჩიტიწვივა
ლათინური სახელი
Epimedium

20-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ხმელთა შუაზღვისპირეთში, დასავლეთ ჰიმალაიზე და აღმოსავლეთ აზიაში. მათგან 4 გვხვდება კავკასიაში.

საქართველოში კოლხეთის მთის ქვედა და შუა სარტყელში, მეტწილად დაჩრდილულ ფოთლოვან ტყეებში იზრდება 2 სახეობა.

ლიტერატურა რედაქტირება