Elsiane — მუსიკალური დუეტი, რომლის წევრები არიან მომღერალი და სიმღერების ტექსტების ავტორი, ელსიან კაპლეტი და დრამერი სტეფან სოტო. ჯგუფის სახელწოდება, „Elsiane”, არის ჯგუფის წევრების სახელებიდან შემდგარი. მათი მუსიკალური სტილი სხვადასხვა ჟანრების, როგორებიცაა ჯაზი, კლასიკა, როკი და ელექტრონიკა, ნარევია. ჯგუფმა მუშაობა Elsiane-ის ფსევდონიმით 2000 წელს დაიწყო.

Elsiane
ბიოგრაფია
წარმოშობა კანადის დროშა კანადა
ჟანრ(ებ)ი ტრიპ-ჰოპი, დაუნტემპო, დრიმ-პოპი
აქტიური 2000 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Nettwerk
წევრები ელსიან კაპლეტი
სტეფან სოტო
საიტი elsiane.com

ელსიან კაპლეტი დაიბადა და გაიზარდა პერუში, სადაც ბავშვობაში კლასიკურ მუსიკას სწავლობდა, ხოლო უფროს ასაკში გიტარა დაკვრა დაიწყო, ასევე მღეროდა სხვადასხვა ჯგუფში. უკვე 1999 წელს გაემგზავრა მონრეალში, სადაც გაიცნო სტეფან სოტო. თავად სოტო მონრეალშია დაბადებული.

ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შედიან მუსიკოსები ჯეფ ფელდმანი (ბას-გიტარა, კლავიშები) და ფილიპ ლუკი (გიტარა, კლავიშები).

შემადგენლობარედაქტირება

  • ელსიან კაპლეტი — ვოკალი
  • სტეფან სოტო — დასარტყმელი საკრავი
  • ჯეფ ფელდმანი — ბას-გიტარა, კლავიშები
  • ფილიპ ლუკი — გიტარა, კლავიშები

დისკოგრაფიარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

  მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Elsiane&oldid=3335386“-დან