დიოსკორეასებრნი
(გადამისამართდა გვერდიდან Dioscoreaceae)
დიოსკორეასებრნი (Dioscoreaceae) — ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხვიარაღეროიანი მრავალწლოვანი ბალახებია. აქვთ მსხვილი ფესურა ან გორგლი, მორიგეობით განლაგებული ბადეძარღიანი ფოთლები, თავთავად ან მტევნად შეკრებილი წვრილი ყვავილები.
დიოსკორეასებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Dioscorea balcanica | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Dioscoreaceae | ||||||||||||||
|
ოჯახი მოიცავს 10 გვარსა და 650-მდე სახეობას, რომლებიც ძირითადად ტროპიკებსა და სუბტროპიკებშია გავრცელებული. საქართველოში — 2 გვარი და 2 სახეობაა.
განსაკუთრებული სამეურნეო მნიშვნელობა აქვს Dioscorea-ს გვარის სახეობებს. კერძოდ აფხაზეთში ამ გვარის მხოლოდ ერთი ენდემური სახეობაა — Dioscorea caucasica, რომლის ფესვები შეიცავს საპონინს. დიოსკორეასებრნი დეკორატიული მცენარეებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 561.