Cyberpunk 2077

2020 წლის ვიდეო თამაში

Cyberpunk 2077მოქმედებითი როლური ვიდეო თამაში ღია სამყაროთი, რომელიც შექმნა და გამოაქვეყნა პოლონურმა კომპანია CD Projekt-მა 2020 წლის 10 დეკემბერს, Windows, PS4, Xbox One-სა და Google Stadia-ზე. 2022 წელს თამაში გამოვიდა ახალი თაობის კონსოლებზე — PlayStation 5-სა და Xbox Series X/S-ზე.

Cyberpunk 2077

Cyberpunk 2077
დეველოპერ(ებ)ი
გამომცემელი CD Projekt
ძრავა REDengine
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
  • 10 დეკემბერი, 2020
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი როლური ვიდეო თამაში
კომპოზიტორი

სიუჟეტი ვითარდება 2077 წელს ქალაქ ნაიტ-სიტიში. თამაში პირველ პირშია შესაძლებელი, პერსონაჟი დაქირავებული ბანდიტია სახელად V, რომელსაც აქვს ჰაკერული და ახლო და შორეული ბრძოლის განხორციელების უნარები.

Cyberpunk 2077

თამაში აგებულია REDengine 4-ის ძრავაზე. მასზე მუშაობდა დაახლოებით 500 კაცი, რაც აჭარბებს სტუდიის წინა თამაშზე „The Witcher 3: Wild Hunt“ მომუშავეთა რაოდენობას. CD Projekt–მა შექმნა ახალი განყოფილება პოლონეთში, კერძოდ, ვროცლავში, ასევე თანამშრომლობდა კომპანიებთან: Digital Scapes, Nvidia, QLOC და Jali Research. თამაშის კონსულტანტად დაინიშნა სამაგიდო თამაშ „კიბერპანკის“ შემქმნელი მაიკ პონდსმითი, ხოლო მსახიობი კიანუ რივზი, ერთ-ერთ მთავარ როლს ასახიერებს. თამაშის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელია მარჩინ პრზიბილოვიჩი, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის თამაშის მხატვრული ნაწილის შექმნაში.

კრიტიკოსების შეფასება რედაქტირება

 შეფასება
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
Metacritic PC: 86/100[1]
PS4: 56/100[2]
XONE: 61/100[3]
ქულები
წყარო რეიტინგი
Game Informer PC: 9/10[4]
GameSpot PC: 7/10[5]
GamesRadar PC: 5/5[6]
IGN PC: 9/10[7]
PS4/XONE: 4/10[8]
PCGamesN PC: 9/10[9]
PC Gamer (US) PC: 78/100[10]
VG247 PC:      [11]


თამაშს წილად ხვდა დადებითი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისაგან. მათ შეაქეს სიუჟეტის ხარისხი, მეორეხარისხოვანი ქვესტების სიღრმე და მასშტაბურობა, ატმოსფერო, ვიზუალი და ა.შ. თუმცა გააკრიტიკეს მასში არსებული უამრავი ბაგის გამო. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე PC ვერსია ფლობს 86/100, PS4 — 56/100, XONE — 61/100.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Cyberpunk 2077 for PC Reviews. CBS Interactive.
  2. Cyberpunk 2077 for PlayStation 4 Reviews. CBS Interactive.
  3. Cyberpunk 2077 for Xbox One Reviews. CBS Interactive.
  4. Reiner, Andrew. (7 December 2020) Cyberpunk 2077 Review – A Wild Time In Night City. ციტირების თარიღი: 10 December 2020
  5. Plagge, Kallie. (7 December 2020) Cyberpunk 2077 Review. ციტირების თარიღი: 10 December 2020
  6. Loveridge, Sam. (7 December 2020) Cyberpunk 2077 review: "What it lacks in length, it makes up for with depth and soul". ციტირების თარიღი: 10 December 2020
  7. Marks, Tom. (7 December 2020) Cyberpunk 2077 Review. ციტირების თარიღი: 10 December 2020
  8. Cyberpunk 2077 for Xbox One and PlayStation 4 Review. ციტირების თარიღი: 15 December 2020
  9. Scott-Jones, Richard. (7 December 2020) Cyberpunk 2077 review – groundbreaking, but not like you think. ციტირების თარიღი: 10 December 2020
  10. Davenport, James. (7 December 2020) Cyberpunk 2077 review. ციტირების თარიღი: 10 December 2020
  11. Billcliffe, James. (7 December 2020) Cyberpunk 2077 Review: Complicated, Deep, Perception, Reality. ციტირების თარიღი: 10 December 2020