Creedence Clearwater Revival (შემოკლებით „Creedance" ან „CCR") — 1960-იან და 1970-იან წლებში აქტიური ამერიკული როკ-ჯგუფი. ჯგუფის წევრები იყვნენ: ჯონ ფოგერტი (მთავარი ვოკალი, მთავარი გიტარა, სიმღერების უმეტესობის ავტორი), ტომ ფოგერტი (აკუსტიკური გიტარა), სტიუ კუკი (ბასი) და დაგ კლიფორდი (დასარტყმელი საკრავები). ჯგუფის მუსიკალური სტილი მოიცავდა რუტს როკსა და სვომპ როკს. მიუხედავად მათი ჩრდილოური წარმომავლობისა, ჯგუფის მუსიკა სამხრეთული როკის სტილშია გადაწყვეტილი. მათს შემოქმედებაში ასახულია როგორც სამხრეთ ამერიკული კულტურის ისეთი ელემენტები, როგორებიცაა მისისიპი და ბეიუ, ისე სოციალური და პოლიტიკური საკითხები, მაგალითად ჯგუფის ერ-ერთი სიმღერა ვიეტნამის ომის შესახებაა.[1]

Creedence Clearwater Revival

ჯგუფი 1968 წელს. მარცხნიდან: ტომ ფოგერთი, დაგ კლიფორდი, სტუ ქუქი და ჯონ ფოგერთი
ბიოგრაფია
წარმოშობა ელ-კერიტო, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1967-1972
ლეიბლ(ებ)ი Fantasy
წევრები
საიტი
Creedence Clearwater Revival ვიკისაწყობში

Creedence Clearwater Revival-ის პოპულარობას მოწმობს მხოლოდ ამერიკის მასშტაბით გაყიდული 26 მილიონი ალბომი[2] და ფაქტი, რომ მათი მუსიკა კვლავაც ჟღერს ამერიკულ რადიოში. 1993 წელს Creedence როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევიდა.[3] როლინგ სტოუნის სიაში ჯგუფის მუსიკის 100 საუკეთესო შემსრულებელს შორის ოთხმოცდამეექვსეა. Creedence Clearwater Revival-ის გავლენა იგრძნობა სხვადასხვა მუსიკალურ მიმდინარეობაში, სამხრეთული როკის, რუთს როკის და ბლუზის ჩათვლით.

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Fortunate Son“. snopes.com. July 14, 2014. ციტირების თარიღი: March 8, 2015.
  2. Gold & Platinum – March 01, 2010. RIAA. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 19, 2012. ციტირების თარიღი: March 2, 2010.
  3. Creedence Clearwater Revival. Rockhall.com. ციტირების თარიღი: March 2, 2010.