„Cossacks: European Wars“ (ქართ. კაზაკები: ევროპული ომები) — რეალური დროის სტრატეგიის ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა უკრაინულმა კომპანია GSC Game World-მა და გამოსცა 2001 წლის 24 აპრილს. თამაში არის იზომეტრიული ხედვით და მოქმედება მიმდინარეობს XVII-XVIII საუკუნეების ევროპაში. მასში ფიგურებს 16 ნაცია და თითოეულ მათგანს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი და ტექნოლოგიური შესაძლებლობები.

Cossacks: European Wars

თამაშის გარეკანი
დეველოპერ(ებ)ი GSC Game World
გამომცემელი CDV Software Entertainment
სერია „Cossacks“
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows
გამოსვლის თარიღი ევრ 30 სექტემბერი, 2000
ჟანრ(ებ)ი რეალური დროის სტრატეგია
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი,
მრავალმოთამაშიანი

თამაშში წარმოდგენილია ორი ძირითადი კონფლიქტი: ოცდაათწლიანი ომი და ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის. მოთამაშეებმა თავიდან უნდა აირიდონ შიმშილი, მონაწილეობა მიიღონ არმიის განვითარებაში, ააგონ შენობები და მოიძიონ რესურსები.[1] სულ გამოვიდა სამი დამატება, ესენია: „Cossacks: The Art of War“ (1 აპრილი, 2002), „Cossacks: Back to War“ (18 ოქტომბერი, 2002), „Cossacks: Campaign Expansion“ (1 ნოემბერი, 2002).

„კაზაკები“ არის ისეთი ტიპის თამაში, რომელიც მოთამააშეებს აძლევს საშუალებას მიიღონ სტრატეგიული გამოცდილება და შეისწავლონ იმ პერიოდის ისტორია.[2] ის კრიტიკულად და კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა; გადაეცა ორი ჯილდო ჟურნალ „PC Zone“-ისგან და მიიღო დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან. საერთო განხილვების საიტებზე GameRankings-სა და Metacritic-ზე ფლობს 78%[3] და 74/100.[4] 2005 წლის 15 აპრილს გამოვიდა გაგრძელება „Cossacks II: Napoleonic Wars“.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. PC Review: Cossacks: European Wars (13 აგვისტო, 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 დეკემბერი, 2008. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი, 2008.
  2. IGN: Cossacks: European Wars Review. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-16. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2008.
  3. Cossacks: European Wars - PC. CNET Networks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-06. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2008.
  4. Cossacks: European Wars (pc 2001):Reviews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-22. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2008.