PC Zone
PC Zone — ვიდეო თამაშებისადმი მიძღვნილი ბრიტანული ჟურნალი, რომელიც გამოიცემოდა 1993-2010 წლებში. აქვეყნებდა მიმოხილვებს, პრევიუებსა და სიახლეებს თამაშების შესახებ. იგი იყო პირველი ჟურნალი დიდ ბრიტანეთში, რომელიც ორიენტირებული იყო მხოლოდ IBM PC-ზე თავსებად კომპიუტერებზე.
PC Zone | |
---|---|
სპეციალიზაცია | ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა |
ენა | ინგლისური |
მთავარი რედაქტორი | სტივ ჰოგარტი |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | Future plc |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
პუბლიკაციის ისტორია | ცირკულაცია: 11,357 (იან.09-დეკ.09)[1] 19,023 (იან.08-დეკ.08)[2] 22,297 (იან. 07-დეკ.07) პირველი ნომერი: აპრილი, 1993 ბოლო ნომერი: 2 სექტემბერი, 2010 |
გამოცემის სიხშირე | 13-ჯერ წელიწადში |
ISSN | 0967-8220 |
PC Zone გამოდიოდა წელიწადში 13-ჯერ და მოჰყვებოდა დისკი, რაზეც განთავსებული იყო ვიდეო თამაშების სადემონსტრაციო ვერსიები, ვიდეოები, მოდები, დრაივერები პატჩები და ა.შ[3].
ჟურნალს 2004 წლამდე უშვებდა კომპანია Dennis Publishing Ltd, ხოლო შემდეგ - Future plc (ჟურნალები PC Zone და Computer And Video Games Future plc-მა შეიძინა 2.5 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ). 2010 წელს Future plc-მა განაცხადა ჟურნალის დახურვის შესახებ, ხოლო უკანასკნელი ნომერი გამოიცა 2010 წლის 2 სექტემბერს[4].
ლიტერატურა
რედაქტირება- Angus J. Kennedy, Peter Buckley, Duncan Clark, The Rough Guide to the Internet, Penguin Books, 2003. — 561 გვ, ISBN 1-84353-101-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Rebecca Armstrong. (2005-07-11) Fingers on the buttons. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-11.
- Chris Tryhorn. (2004-08-23) Future buys computer magazines. The Guardian.
- Barry Hodgson. (2008-09-29) PC Zone Magazine Staff Walk out. Computers N Stuff.
- Daniel Emery (2010-07-17). „PC Zone magazine is to shut after 17 years“. BBC News. ციტირების თარიღი: 2010-07-17.
- Greg Howson. (2010-07-15) PC Zone magazine closure no surprise. The Guardian..
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Standard Certificate of Circulation - PC Zone (PDF). ABC (2010-02-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-16. ციტირების თარიღი: 2010-02-16.
- ↑ Standard Certificate of Circulation - PC Zone (PDF). ABC (2009-02-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-16. ციტირების თარიღი: 2009-03-18.
- ↑ Kennedy, Buckley, Clark 2003, p. 309.
- ↑ Daniel Emery (2010-07-17). „PC Zone magazine is to shut after 17 years“. BBC News. ციტირების თარიღი: 2010-07-17.[მკვდარი ბმული]