სპილენძა (გვარი)
(გადამისამართდა გვერდიდან Coronella)
სპილენძა (ლათ. Coronella) — გველების გვარი ანკარასებრთა ოჯახისა. გავრცელებულნი არიან ევროპაში, ჩრდილო აფრიკაში და დასავლეთ აზიაში. გვარი ამჟამად შეიცავს 3 სახეობას. წარმოადგენენ პატარა, 60 სანტიმეტრამდე სიგრძის გველებს. თავი მხოლოდ მცირედაა გამოყოფილი კისრისაგან. ზედა ყბაზე კბილები იზრდება წინიდან უკნისაკენ. სხეული ცილინდრული ფორმისაა, გლუვი ქერცლებით დაფარული. დროის უმეტეს ნაწილს საფარველში ატარებენ. იკვებებიან ხვლიკებით, ზოგი სახეობის გველებით, მღრღნელებით. მსხვერპლს სხეულით ეხვევიან გარშემო და შხამის მეშვეობით კლავენ. ახლოს დგანან ამერიკულ მონათესავეებთან - სამეფო გველები (Lampropeltis). ერთი პერიოდი მათ საერთო გვარში აერთიანებდნენ.
სპილენძა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩვეულებრივი სპილენძა (Coronella austriaca) | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Coronella | |||||||||||||||||
|
სახეობები
რედაქტირება- სპილენძა ჩვეულებრივი (Coronella austriaca) - ევროპა, დასავლეთი აზია
- Coronella brachyura - ინდოეთი (ჩრდილო მაჰარაშტრა)
- Coronella girondica - ევროპა, ჩრდილოეთ აფრიკა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Southern smooth snake, Coronella girondica დაარქივებული 2011-09-29 საიტზე Wayback Machine. at Reptiles & Amphibians of Europe დაარქივებული 2007-08-08 საიტზე Wayback Machine. .