Closing Time — ამერიკელი მომღერალ და სიმღერების ავტორ ტომ უეიტსის სადებიუტო სტუდიური ალბომი, გამოცემული 1973 წლის მარტში Asylum Records-ზე. იგი ჩაწერილია ჯერი იესტერის, Lovin' Spoonful-ის ყოფილი წევრის არანჟირებით და პროდიუსერობით და არის პირველი უეიტსის მიერ ლეიბლზე გამოცემული შვიდი ძირითადი ალბომიდან.

Closing Time
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 6 მარტი, 1973 (1973-03-06)
ჩაიწერა 1972 წლის პირველი თვეები
სტუდია Sunset Sound Recorders და United Western Recorders, ჰოლივუდი, კალიფორნია
ჟანრი ხალხური მუსიკა,[1] ბლუზი,[1] ჯაზი[1]
ხანგრძლივობა 45:46
ლეიბლი Asylum
პროდიუსერი ჯერი იესტერი
ტომ უეიტსი — ქრონოლოგია
Closing Time
(1973)
The Heart of Saturday Night
(1974)
სინგლები ალბომიდან Closing Time
  1. „Ol' '55“
    გამოცემის თარიღი: 1973

ჩანაწერი გამოირჩევა ხალხური მუსიკის უხვი გამოყენებით[2], თუმცა ტომს თავდაპირველად სურდა, მას ჯაზური, ფორტეპიანოზე აგებული ჟღერადობა ჰქონოდა.[3] ალბომი გამოსვლისთანავე აშშ-ში საკმაოდ წარმატებული იყო, თუმცა ჩარტში არ მოხვედრილა, ხოლო ბრიტანეთში მუსიკალური პრესის ყურადღება არ მიუქცევია[4], ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში. ამასთან, კრიტიკოსების მიმოხილვებში Closing Time დადებითად შეფასდა[5][6] შემდგომში „Ol' '55“-ის, ალბომის ერთადერთი სინგლის საკუთარი ვერსია ჩაწერა Eagles-მა და ამით მისდამი ინტერესიც გამოიწვია. რამდენიმე სხვა სიმღერის ინტერპრეტაციები ტიმ ბაკლიმ[7] და ბეტი მიდლერმა ჩაწერეს.[8] ბრიტანეთში დისკს საბოლოოდ ოქროს დისკის[9], შემდგომში კი, როკის მოყვარულებს შორის საკულტო სტატუსიც მოჰყვა.[10] დღემდე იგი ხელახლა გამოცემულია 1976 წელს, გრამფირფიტაზე, CD-ზე 1992 და 1999 წელს და 180 გრამიან გრამფირფიტაზე – 2010 წელს.

სიმღერების სია

რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორი – ტომ უეიტსი.

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Ol' '55“3:58
2.„I Hope That I Don't Fall in Love with You“3:54
3.„Virginia Avenue“3:10
4.„Old Shoes (& Picture Postcards)“3:40
5.„Midnight Lullaby“3:26
6.„Martha“4:30
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
7.„Rosie“4:03
8.„Lonely“3:12
9.„Ice Cream Man“3:05
10.„Little Trip to Heaven (On the Wings of Your Love)“3:38
11.„Grapefruit Moon“4:50
12.„Closing Time“ (ინსტრუმენტული)4:20
საერთო ხანგრძლივობა:45:46

სერტიფიცირებები

რედაქტირება
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
გაერთიანებული სამეფო (BPI)[11] ოქრო 100 000^
ჯამში

^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

  1. 1.0 1.1 1.2 Averett, Ayn. (August 31, 2005) Tom Waits : Closing Time. Treblezine. ციტირების თარიღი: September 2, 2017.
  2. Hoskyns, pg. 87
  3. Hoskyns, pg. 49
  4. „Tom Waits Closing Time, His first album on Asylum Records“. NME (May 12, 1973). |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  5. Hoskyns, pg. 89–90
  6. Humphries, pg. 53
  7. Sefronia – Tim Buckley AllMusic-ზე. ციტირების თარიღი: April 22, 2011.
  8. Jacobs, pg. 318
  9. British Phonographic Industry – Certified awards search. British Phonographic Industry. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 24, 2009. ციტირების თარიღი: July 27, 2012.
  10. Artist: Tom Waits – Festival Information de Jazz de Montréal. Jazz de Montréal. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 25, 2011. ციტირების თარიღი: April 24, 2011.
  11. British album certifications – Tom Waits – Closing Time. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Closing Time ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go