ქრიზანთემა

მულტიფლორა
(გადამისამართდა გვერდიდან Chrysanthemum)

ქრიზანთემა (ლათ. Chrysánthemum, ძვ. ბერძნ. χρῡσανθής — „ოქროსყვავილოვანი“ < χρυσός — „ოქროსი“ და ἄνθος — „ყვავილი“) — ერთ და მრავაწლოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მათი სიმაღლე 50 - 150 სმ აღწევს. ფოთოლი მუქი მწვანეა, კიდემთლიანი ან კიდენაკვთული, ყვავილები შეკრებილია სხვადასხვა ზომის კალათა ყვავილედად, ნაყოფი თესლურაა.

ქრიზანთემა

ქრიზანთემის 180 სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში ველურად არსად არ არის. ბევრი სახეობა გამოყენებულია დეკორატიულ მებაღეობაში. მეყვავილეობის პრაქტიკაში მათ ყოფენ დიდყვავილა და წვრილყვავილა ქრიზანთემებად.

ჩინეთში, იაპონიაში, კორეასა და აზიის სხვა ქვეყნებში ქრიზანთემის ღეროს, ფოთოლსა და ყვავილედს იყენებენ საჭმელად, როგორც ბოსტნეულს. შუა აზიაში, ყირიმსა და კავკასიაში ღია გრუნტის მცენარეა. ქრიზანთემა მრავლდება თესლით (უმთავრესად სასელექციო დანიშნულებით) და ვეგეტატიურად.

ქრიზანთემის მავნებელია ბუგრი, ხვატარი, ჩვეულებრივი მახრა და სხვა. დაავადებები — ნაცარი, ალტერნარიოზი, სეპტორიოზი.

ლიტერატურა

რედაქტირება