GP2X Caanoo, ძირითადად ცნობილია როგორც Caanoo. სტილიზებული CAANOOლინუქსზე დაფუძნებული ღია წყაროს მქონე პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი და პორტაბელური მედიაპლეერი, GP2X Wiz-ის მემკვიდრე, შექმნილი სამხრეთ კორეული კომპანია GamePark Holdings-ის მიერ. გამოვიდა 2010 წლის 16 აგვისტოს სამხრეთ კორეაში. კონსოლი აგრეთვე იყიდებოდა ევროპაშიც. წარდგენილი იქნა 2010 წლის Electronic Entertainment Expo-ს გამოფენაზე.[1] მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 150 აშშ დოლარს.[2] კონსოლი არასდროს გამოსულა ჩრდილოეთ ამერიკაში.

Caanoo
Caanoo logo.svg
CAANOO.jpg
მწარმოებელი GamePark Holdings
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
გამოშვების თარიღი სამხ. კორ./ევრ. 16 აგვისტო, 2010
შეწყდა სექტემბერი, 2011
მედია SD/SDHC ბარათი
პროცესორი 533 MHz Host ARM9
წინა GP2X Wiz

მიუხედავად იმისა, რომ Caanoo არ იყო Nintendo DS-ის ან PlayStation Portable-ის პირდაპირი კონკურენტი, იგი წარმოადგენდა ღია კოდის მქონე ალტერნატიულ მოწყობილობას.

Caanoo GamePark Holdings-ის უკანასკნელი ღია წყაროს მქონე სათამაშო მოწყობილობაა. კომპანიამ შეწყვიტა სათამაშო აპარატული მოწყობილობების შექმნა და გადაერთო პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებაზე.[3]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Caanoo&oldid=3934988“-დან