COVID-19-ის დიაგნოსტიკა
COVID-19-ის დიაგნოსტიკა — COVID-19-ის (კორონავირუსული დაავადება 2019) გამოვლენა, დადასტურება და შეფასება სხვადასხვა დიაგნოსტიკური საშუალებით. ვიწრო გაგებით, COVID-19-ის დიაგნოსტიკა გულისხმობს ადამიანის ორგანიზმში გამომწვევის — SARS-CoV-2 ვირუსის არსებობის ლაბორატორიულ გამოვლენას მისი უშუალო იდენტიფიცირების ან ინფექციის წინააღმდეგ გამომუშავებული ანტისხეულების დადგენის გზით. პირველ შემთხვევაში გამოიყენება ბიოქიმიური ტექნოლოგია, რომელიც ცნობილია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (ინგლ. PCR) სახელით, ხოლო ანტისხეულების გამოვლენა ხდება სეროლოგიური დიაგნოსტიკის გზით და მოწოდებულია როგორც ინდივიდუალური დიაგნოსტიკისთვის, ასევე მოსახლეობის ფართო ტესტირებისთვის. სეროლოგიური მეთოდი ავლენს თუ რამდენ ადამიანს ჰქონდა ვირუსული ინფექცია, მათ შორის, ასიმპტომური (ჩივილების გარეშე) ან მინიმალურად სიმპტომური ფორმა. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ზუსტი ეპიდემიოლოგიური შეფასება ისეთი მაჩვენებლებისა, როგორიცაა სიკვდილიანობის სიხშირე და ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის დონე პოპულაციაში.
პანდემიის გავრცელების პირველ თვეებში, 2020 წლის მარტისთვის, შეზღუდული ლაბორატორიული დიაგნოსტიკის გამო გლობალურად არსად არსებობდა ავადობის სარწმუნო სტატისტიკა.[1] 11 აპრილისთვის მოსახლეობის 10%-ზე მეტს არცერთ ქვეყანაში არ ჰქონდა გავლილი შესაბამისი ტესტირება, ხოლო თვით დიაგნოსტიკური ანალიზების სიხშირე და ხელმისაწვდომობა ფართოდ ცვალებადობდა ქვეყნების მიხედვით.[2] ასეთ ცვალებადობაზე მოქმედებდა ბევრ ქვეყანაში სავარაუდოდ გაზვიადებული ლეტალობის ფარდობითი მაჩვენებელი (case fatality rate), რომელიც გამოწვეული იყო შერჩევის ცდომილებით.[3][4][5]
ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდები
რედაქტირებაპოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია
რედაქტირებაპოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია შებრუნებითი ტრანსკრიფციით (rRT-PCR) გულისხმობს რნმ-ის დნმ-ად შებრუნებით ტრანსკრიფციას და შემდგომ დნმ-ის კონკრეტული თანმიმდევრობების გამრავლებას (ამპლიფიკაცია) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის გზით. ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია ჩატარდეს ლაბორატორიული დიაგნოსტიკა რეალურ დროში სასუნთქი გზებიდან აღებულ ნიმუშებზე. ნიმუშების აღების სხვადასხვა გზა არსებობს, მათ შორის ცხვირ-ხახის ნაცხი ან ნახველის შეგროვება.[6][7] ანალიზის შედეგები ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია რამდენიმე საათიდან ორ დღის ვადაში.[8]
rRT-PCR ტესტირება ხახის ნაცხის ნიმუშზე სარწმუნოა მხოლოდ ინფექციის პირველი კვირის განმავლობაში, ვინაიდან შემდეგ ვირუსი ზედა სასუნთქ გზებში ქრება და განაგრძობს გამრავლებას ფილტვებში. იმ ინდივიდებში, რომლებიც ტესტირებას პირველივე კვირაში გადიან, ალტერნატივას წარმოადგენს სასუნთქი გზების ქვედა სეგმენტებიდან მასალის აღება საქაჩი კათეტერით ან ამონახველის შეგროვება.[9]
-
ცხვირ-ხახის ნაცხის აღება COVID-19-ის დიაგნოსტიკისთვის
-
ხახის ნაცხის აღება COVID-19-ის დიაგნოსტიკისთვის
-
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის დანადგარი
იზოთერმული ამპლიფიკაციის მეთოდი
რედაქტირებაიზოთერმული ამპლიფიკაციის მეთოდი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის სახესხვაობას წარმოადგენს, რომელიც იზოთერმულ ანუ მუდმივი ტემპერატურის პირობებში ტარდება. 2020 წლის 27 მარტს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) კორონავირუსული ინფექციის დიაგნოსტიკისთვის მოიწონა კომპანია „ებოტ-დაიაგნოსტიკსის“ იზოთერმული ამპლიფიკაციის ავტომატიზებული ანალიზი.[10]
სეროლოგია
რედაქტირებასეროლოგიური ანალიზი ინფექციის მიმართ ორგანიზმში გამომუშავებულ ანტისხეულებს — IgM და IgG — ავლენს. SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულები ადამიანის სისხლში საწყისი ინფიცირებიდან რამდენიმე დღეში ვლინდება, თუმცა ინფექციის მიმდინარეობისას შემდგომ ეტაპზე ანტისხეულების დონის ცვლილებება სათანადოდ აღწერილი ჯერჯერობით არ არის. IgG ტიპის ანტისხეულები სისხლში მოგვიანებით ჩნდება და პიკს ინფექციის დაწყებიდან დაახლოებით 28-ე დღეზე აღწევს.[11][12] სეროლოგიური ტესტების გამოყენებით შესაძლებელია მოსახლეობის იმ ნაწილის გამოვლენა, ვისაც ინფექცია გადატანილი აქვს და, აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბებული აქვს იმუნიტეტი.
სეროლოგიური ტესტების უმრავლესობა 2020 წლის აპრილის მდგომარეობით კვლევისა და გამოცდის სტადიაშია.[13] 15 აპრილისთვის სამი სეროლოგიური ტესტი არის აღიარებული FDA-ის მიერ საგანგებო გამოყენების ავტორიზაციის რეჟიმში — Chembio Diagnostic System, Ortho Clinical Diagnostics და Cellex.[13][14] ყველა ეს ტესტი უნდა ჩატარდეს ლაბორატორიაში.[11][15][16] Cellex-ისა და Chembio-ის ტესტები წარმოადგენს ე.წ. სწრაფი დიაგნოსტიკის მეთოდებს, რომლის შედეგი ხელმისაწვდომია 10-30 წუთის განმავლობაში. Ortho Clinical Diagnostics-ის ტესტი ეფუძნება იმუნოფერმენტულ ანალიზს (ELISA), რომელიც პასუხს 1-5 სთ შემდეგ იძლევა.[13] ჩინეთში Cellex-ის ტესტმა 95.6%-იანი სპეციფიკურობა და 93.8%-იანი სენსიტიურობა გამოავლინა.[13] სხვა ქვეყნებში ავტორიზებულია სხვა მსგავსი ტესტებიც.[13] პანდემიის პირობებში ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო მოსახლეობის მასობრივი კვლევა ამ ტესტების გამოყენებით.[17][18]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ioannidis, John P.A. (17 March 2020). „A fiasco in the making? As the coronavirus pandemic takes hold, we are making decisions without reliable data“. STAT. ციტირების თარიღი: 22 March 2020.
- ↑ Iceland has tested more of its population for coronavirus than anywhere else. Here's what it learned. USA Today (April 11, 2020). ციტირების თარიღი: April 16, 2020
- ↑ Ward, D. (April 2020) "Sampling Bias: Explaining Wide Variations in COVID-19 Case Fatality Rates". WardEnvironment.
- ↑ Henriques, Martha. Coronavirus: Why death and mortality rates differ en. ციტირების თარიღი: 2020-04-08
- ↑ Michaels, Jonathan A.; Stevenson, Matt D.. Explaining national differences in the mortality of Covid-19: Individual patient simulation model to investigate the effects of testing policy and other factors on apparent mortality (2020).
- ↑ 2019 Novel Coronavirus (2019-nCoV) Situation Summary (30 January 2020). ციტირების თარიღი: 30 January 2020
- ↑ Real-Time RT-PCR Panel for Detection 2019-nCoV (29 January 2020). ციტირების თარიღი: 1 February 2020
- ↑ Curetis Group Company Ares Genetics and BGI Group Collaborate to Offer Next-Generation Sequencing and PCR-based Coronavirus (2019-nCoV) Testing in Europe (30 January 2020). ციტირების თარიღი: 1 February 2020
- ↑ Drosten, Christian. (26 March 2020) Coronavirus-Update Folge 22. ციტირების თარიღი: 2 April 2020
- ↑ Letter from FDA. FDA (March 27, 2020). ციტირების თარიღი: April 2, 2020
- ↑ 11.0 11.1 Cellex Emergency Use Authorization. FDA (April 1, 2020). ციტირების თარიღი: April 10, 2020
- ↑ Will an Antibody Test Allow Us to Go Back to School or Work?. New York Times (April 10, 2020). ციტირების თარიღი: April 15, 2020
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 Serology-based tests for COVID-19. Johns Hopkins. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 29, 2020. ციტირების თარიღი: April 10, 2020
- ↑ Coronavirus (COVID-19) Update: Serological Tests. U.S. Food and Drug Administration (April 7, 2020). ციტირების თარიღი: 2020-04-09.
- ↑ Ortho Emergency Use Authorization. FDA (April 14, 2020). ციტირების თარიღი: April 15, 2020
- ↑ Chembio Emergency Use Authorization. FDA (April 14, 2020). ციტირების თარიღი: April 15, 2020
- ↑ NIH Begins Study to Quantify Undetected Cases of Coronavirus Infection | NIH: National Institute of Allergy and Infectious Diseases. ციტირების თარიღი: 11 April 2020.
- ↑ Mandavilli, Apoorva; Thomas, Katie (10 April 2020). „Will an Antibody Test Allow Us to Go Back to School or Work?“. The New York Times. ციტირების თარიღი: 11 April 2020.