ანტისხეული
(გადამისამართდა გვერდიდან ანტისხეულები)
ანტისხეული (ლათ. anticorporum) — იმუნოგლობულინური ბუნების ცილა, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში ანტიგენის შეყვანის საპასუხოდ. ანტისხეულების სინთეზს აწარმოებენ B ლიმფოციტები, ხოლო სეკრეციას — პლაზმური უჯრედები. ანტისხეულები აქტიური უბნებით უკავშირდებიან ბაქტერიებს ან ვირუსებს და ეწინააღმდეგებიან მათ გამრავლებას ან ახდენენ მათ მიერ გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებების ნეიტრალიზებას. სისხლში ანტისხეულების არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმი შევიდა ანტიგენთან ურთიერთქმედებაში ამ უკანასკნელის მიერ გამოწვეული დაავადების საწინააღმდეგოდ.