უკუტრანსკრიპტაზა
უკუტრანსკრიპტაზა (აგრეთვე ცნობილია, როგორც შებრუნებითი ტრანსკრიპტაზა, რევერტაზა ან რნმ-დამოკიდებული დნმ-პოლიმერაზა) — ფერმენტი (ფკ 2.7.7.49 დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Wayback Machine. ), რომელიც ასრულებს კატალიზატორის როლს უკუტრანსკრიფციის დროს, როდესაც ხდება დნმ-ის სინთეზი რნმ-ის მატრიცაზე.
უკუტრანსკრიპტაზა | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
იდენტიფიკატორები | |||||||||
EC | 2.7.7.49 | ||||||||
CAS | 9068-38-6 | ||||||||
მონაცემთა ბაზა | |||||||||
IntEnz | IntEnz | ||||||||
BRENDA | BRENDA | ||||||||
ExPASy | NiceZyme | ||||||||
KEGG | KEGG | ||||||||
MetaCyc | MetaCyc | ||||||||
PRIAM | PRIAM | ||||||||
პროტეინის სრუქტურები | RCSB PDB PDBe PDBsum | ||||||||
გენური ონტოლოგია | AmiGO / EGO | ||||||||
|
ფერმენტს ასე ეწოდება იმიტომ, რომ ტრანსკრიფციის პროცესების უმეტესობა ცოცხალ ორგანიზმებში მიდის სხვა მიმართულებით, უფრო ზუსტად კი, დნმ-ის მოლეკულიდან სინთეზირდება რნმ-ტრანსკრიპტი.
უკუტრანსკრიპტაზა აღმოაჩინა ჰოვარდ ტემინმა ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში და მისგან დამოუკიდებლად დევიდ ბალტიმორმა 1970 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. ორივე მკვლევარმა მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 1975 წელს, რენატო დულბეკოსთან ერთად.