ქვათესლა

(გადამისამართდა გვერდიდან Buglossoides arvensis)
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ქვათესლა (გვარი).

ქვათესლა[1] (ლათ. Buglossoides arvensis ან Lithospermum arvense) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს ძლიერი, სქელი, მუქი წითელი ფერის ფესვი; სწორმდგომი, სქელი და დატოტვილი ღერო, სიმაღლით 50–80 სმ; მორიგეობით განლაგებული ლანცეტა ფოთლები, ზემოთ — მუქი მწვანე, ქვემოთ — უფრო ღია ფერის; ყვავილი პატარაა, მოყვითალო-თეთრი, ყვავილობს ივნის-ივლისში; ნაყოფი — კაკლუჭა, კვერცხისებური, სამწახნაგოვანი, მბზინავი, მონაცრისფრო, ბორცვიანი ზედაპირით, სიგრძით 2–3,5 მმ, სიგანით 1,75–2,25 მმ. ხორბლის ნათესების სარეველაა.[2]

ქვათესლა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  Buglossoides
სახეობა:  ქვათესლა
ლათინური სახელი
Buglossoides arvensis (L.) I.M.Johnst., 1954
სინონიმები
სია
    • Aegonychon arvense (L.) Gray
    • Buglossoides arvensis f. cyanea R.Fern.
    • Lithospermum arvense L.
    • Lithospermum bicolor Bertol.
    • Lithospermum medium Chevall.
    • Lithospermum minus Gilib.
    • Lithospermum rochelii Friv.
    • Lithospermum rugosum Lucé
    • Margarospermum arvense (L.) Decne.
    • Rhytispermum arvense (L.) Link
    • Rhytispermum medium Fourr.
  1. მაყაშვილი ა., ქვათესლა // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. დათუკიშვილი, ნინო; გიორბელიძე, მაია. აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული სარეველა მცენარეები. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი, 2021