Battlefield 3 (ქართ. ბრძოლის ველი 3) — ვიდეო თამაში პირველი პირის მსროლელის ჟანრში, ერთ-ერთი თამაში Battlefield-ის სერიიდან, რომელიც შექმნა სტუდია DICE-მა და გამოაქვეყნა Electronic Arts-მა. ერთმომხმარებლიან ისტორიის რეჟიმში, მოთამაშეები თამაშობენ სხვადასხვა პერსონაჟის როლს. ესენი არიან სერჟანტი ჰენრი „ბლეკ“ ბლეკბერნი (ამერიკელი საზღვაო ბატალიონის წევრი), სერჟანტი ჯონატან „ჯონო“ მილლერი (ტანკ M1A2 Abrams-ის ოპერატორი, ლეიტენანტი ჯენიფერ „კოლბი“ ჰოკინგსი (გამანადგურებლის პილოტი), დიმიტრი „დიმა“ მაიაკოვსკი (ГРУ-ს სპეცრაზმის ოპერატიული). მოთამაშე იბრძვის სხვადასხვა ადგილებში, ირანიდან ნიუ-იორკამდე. მრავალ მომხმარებლიან რეჟიმში, პერსონალურ კომპიუტერებზე თითო სერვერზე დაშვებულია 64 მოთამაშემდე, კონსოლურ ვერსიებზე კი - 24 მოთამაშემდე[1]. მრავალმომხმარებლიან რეჟიმში არის 4 კლასი: Assault, Support, Engineer და Recon.

Battlefield 3
დეველოპერ(ებ)ი EA Digital Illusions CE
გამომცემელი Electronic Arts
სერია Battlefield
ძრავა Frostbite 2.0
პლატფორმ(ებ)ი PC, Xbox 360, PS3
გამოსვლის თარიღი 28 ოქტომბერი, 2011 წელი
ჟანრ(ებ)ი პირველი პირის მსროლელი
რეჟიმ(ებ)ი ერთმომხმარებლიანი, კო-ოპერატიული, მრავალმომხმარებლიანი
საიტი ოფიციალური საიტი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Battlefield_3&oldid=3361781“-დან