B ვიტამინები

(გადამისამართდა გვერდიდან B ვიტამინი)

B ვიტამინები — წყალში ხსნად ვიტამინთა ჯგუფი, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ უჯრედთა მეტაბოლიზმის პროცესში. B ვიტამინი 1912 წელს აღმოაჩინა პოლონელმა მეცნიერმა კაზიმირ ფუნკმა. თავიდან ითვლებოდა, რომ B ვიტამინი იყო ერთი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ერთი ნაერთი კი არა, ნივთიერებათა მთელი კომპლექსი იყო, რომლებიც ქიმიურად განსხვავდებოდნენ და ერთსა და იმავე საკვებში თანაარსებოდნენ. ამ აზოტოვან ნივთიერებათა ერთობლიობას B ჯგუფის ვიტამინები უწოდეს. ჯგუფის თითოეული ელემენტი დანომრილია - B1-დან B20-მდე. კომპლექსის ყოველ წევრს თავისი ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს.

B ვიტამინის ტაბლეტები

მოქმედება

რედაქტირება

მთლიანობაში კი B ჯგუფის ვიტამინები უზრუნველყოფენ ნერვული სისტემის ოპტიმალურ ფუნქციობას, ერთობლივად აგებენ პასუხს ორგანიზმის ენერგეტიკულ ცვლაზე, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციობაზე, ზრდის პროცესებსა და უჯრედთა გამრავლებაზე. B ჯგუფის ვიტამინების ერთობლივი მოქმედება ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე ამ ჯგუფში შემავალი თითოეული ვიდრე თითოეული ვიტამინისა ცალკ-ცალკე.

B ვიტამინი საჭიროა მეტაბოლიზმის სიხშირის შესანარჩუნებლად და მის გასაძლიერებლად, იმუნური და ნერვული სისტემის გასაუმჯობესებლად, ხელს უწყობს უჯრედთა ზრდას და მათ გაყოფას, მათ შორის ერითროციტების რაც გვეხმარება თავიდან ავირიდოთ ანემია. ასევე ამცირებს პანკრეასის კიბოს გაჩენის რისკს — მაშინ როდესაც მას მივიღებთ საჭმელთან ერთად და არა ტაბლეტებით.

როგორც ვიტამინთა უმრავლესობა ზედმეტი რაოდენობით მიღებული B ვიტამინი შარდთან ერთად გამოიყოფა და ამიტომაც საჭიროა მისი რეგულარულად შევსება.

B1 ტიამინი

რედაქტირება

ხელს უწყობს ნახშირწყლების, ცხიმების და ცილების ენერგიად გარდაქმნას, მას შეიცავენ: ღვიძლი, ღორის ხორცი, მარცვლეული კულტურები, კაკალი და სხვა. ავიტამინოზი იწვევს დაავადებას ‘ბერიბერი’. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: დაღლილობა, აპათია, გაღიზიანებადობა, დეპრესია, ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ანორექსია, გულზიდვები, მუცლის ტკივილი (ადრეული სიმპტომები); პერიფერიული ნეიროპათია (მგრძნობელობის, რეფლექსების, მოძრაობის დარღვევა); კორსაკოვის სინდრომი (მეხსიერების დაქვეითება, დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა).

B2 რიბოფლავინი

რედაქტირება

მონაწილეობს ყველა ნივთიერებათა ცვლის პროცესში.მნიშვნელოვანი როლი აქვს მხედველობითი ფუნქციების კანის ნორმალური მდგომარეობის და ჰემოგლობინის სინთეზის უზრუნველყოფაში. მას შეიცავს ხორცი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ბოსტნეული, პური, მარცვლეული, კაკალი და სხვა. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: კანისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (ნახეთქები კანზე, ანგულარული სტომატიტი. გლოსიტი, ენის დვრილების ატროფია); თვალის დაზიანება (მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, წვის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივიტი, ცრემლდენა); სებორეული ეგზემა; ზრდის დარღვევები; ანემია, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია; ნევროლოგიური დარღვევები.

ავიტამინოზის დროს: არიბოფლავინოზი.

ათავისუფლებს ენერგიას ყველა საკვები ნივთიერებიდან, რომელიც შეიცავს კალორიებს, ახდენს ცილების და ცხიმების სინთეზს. მას შეიცავენ შინაური ფრინველები, ხორცი, კვერცხი, პური, კაკალი, მარცვლეული, თევზი და სხვა. ნეაცინის დეფიციტი ორგანიზმში ტრიპტოფანთან ერთად იწვევს პელაგრას. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: საერთო სისუსტე, ცხელი კერძების მიმართ ზედმეტი მგრძნობელობა, თავბრუხვევა (ადრეული სიმპტომები ვიტამინის 2-3-თვიანი დეფიციტის დროს); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება. კანის დაზიანება (კანის გაუხეშება, აქერცვლა).

B5 კალციუმის პანტოტენანტი

რედაქტირება

ათავისუფლებს ენერგიას, წარმოქმნის ქოლესტერინს. მას შეიცავენ როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვები. დეფიციტს შეუძლია გამოიწვიოს კანის დაავადებები და პარასტეზია. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: კანისა და მისი დანამატების დაზიანება (დერმატიტი, გაჭაღარავება, ალოპეცია); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა; თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.

B6 პიროდოქსინი

რედაქტირება

მონაწილეობას იღებს ნახშირბადის ცვლის პროცესში, ჰემოგლობინის სინთეზში, ნერვული სისტემის აქტივობის რეგულაციაში ერითროციტების რეგენერაციაში და ანტი სხეულების წარმოქმნაში. მას შეიცავენ ყველა ცილით მდიდარი საკვები, ბანანი, ზოგიერთი ბოსტნეული, ხორცი და სხვა. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: კრუნჩხვები (უმეტესად - 2 წლამდე ასაკის ბავშვებში), მოუსვენრობა, დეპრესია; პერიფერიული ნევრიტი, ტერფების წვა; დერმატიტი (აქერცვლა ცხვირ-ტუჩისა და შუბლის ნაოჭების არეში, მოზარდებში - სებორეა და ჩვეულებრივი ფერიმჭამელები); მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება. ავიტამინოზმა შეიძლება გამოიწვიოს უჯრედული ანემია.

B7 ბიოტინი

რედაქტირება

ხელს უწყობს ენერგიის გათავისუფლებას ბმებისგან, რომლებიც კალორიებს შეიცავენ. ის გვხვდება სხვადასხვა საკვებში და ასევე წარმოიქმნება კუჭის მიკრო ფლორის საშუალებით. მისი დეფიციტი ზრდასრულებში სიმპტომებს არ ავლენს, მაგრამ ახალშობილებში შეუძლია ნევროპათოლოგიური დაზიანებები გამოიწვიოს. მას ტოქსიკურობა არ გააჩნია.

B9 ფოლიუმის მჟავა

რედაქტირება

ხელს უწყობს უჯრედების გაყოფას, ერითროციტების წარმოქმნას და ნაყოფის განვითარებას. მას შეიცავს ღვიძლი, ბოსტნეული, ხორბალი, ფორთოხალი, თევზი, ხორცი, რძე და სხვა. ავიტამინოზმა შეიძლება გამოიწვიოს უჯრედული ანემია.

B12 ციანკობალამინი

რედაქტირება
 
ციანოკობალამინი ამპულებში 500 მკგ/მლ

ხელს უწყობს ერითროციტების წარმოქმნას, ნერვული სისტემის ზრდასა და ფუნქციონირებას. მას შეიცავს ღვიძლი, თირკმელები, ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები და სხვა. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: მეგალობლასტური ჰიპოქრომული ანემია; ალოპეცია; პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (გლოსიტი, გინგივიტი). ვიტამინოთერაპია არსებობს, როგორც მონოვიტამინური, ისე პოლივიტამინური პრეპარატები. მონოვიტამინები სამკურნალო მიზნით გამოიყენება, ხოლო პოლივიტამინებს ხშირად მოიხმარენ პროფილაქტიკურ საშუალებად.

ვიტამინების კომბინირებული გამოყენებისას შესაძლოა მათი ბიოლოგიური თვისებები შეიცვალოს. მაგალითად, C ვიტამინის დოზის გაზრდისას მცირდება B2 ვიტამინის მოთხოვნილება, საკვებში ამ უკანასკნელის ნაკლებობის დროს კი მცირდება ქსოვილებში C და B1 ვიტამინების დონე; არსებობს ერთგვარი ანტაგონიზმი B1-სა და B12-ს შორის; C და P ვიტამინების ერთდროული მიღება მათ მოქმედებას აძლიერებს; C ვიტამინი ცუდად ეთავსება სპილენძს; E ვიტამინი ჭარბი ოდენობის რკინასთან ერთად მიღებისას აქტივობას კარგავს. პოლივიტამინური პრეპარატის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს, შეიცავს თუ არა ის ადამიანისთვის აუცილებელ ვიტამინებს და როგორია მათი დოზირება. დოზები არ უნდა ჭარბობდეს ვიტამინების დღიურ მოთხოვნილებას. უპირატესობა უნდა მიენიჭოს მინერალებისა და მიკროელემენტების გარეშე შედგენილ პოლივიტამინებს ან ისეთ ფორმებს, რომლებშიც ვიტამინები და მიკროელემენტები სხვადასხვა აბის სახით არის წარმოდგენილი და სხვადასხვა დროს მიიღება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება