BRICS-ის V სამიტი შედგა 2013 წლის 2627 მარტს სამხრეთ აფრისკის რესპუბლიკის ქალაქ დურბანში[1].

BRICS-ის 2013 წლის შემადგენლობა:

  1. ბრაზილიის დროშა ბრაზილია — პრეზიდენტი დილმა რუსეფი,
  2. რუსეთის დროშა რუსეთი — პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი,
  3. ინდოეთის დროშა ინდოეთი — პრემიერ-მინისტრი მანმოჰან სინგჰი,
  4. ჩინეთის დროშა ჩინეთი — თავმჯდომარე სი ძინპინი,
  5. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სარ — პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა.

სამიტის თემა: „BRICS და აფრიკა: პარტნიორობა განვითარების, ინტეგრაციისა და ინდუსტრიალიზაციისთვის“.

სამიტის შედეგად გამოქვეყნდა ეტეკვინის დეკლარაცია და ეტეკვინის სამოქმედო გეგმა. დეკლარაცია აფასებს მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას, ასახავს BRICS-ის ქვეყნების საერთო მიდგომებს მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე. სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს BRICS-ის მუშაობას მომავალი წლისთვის და ასევე მოიცავს ურთიერთქმედების ახალ პერსპექტიულ სფეროებს.

BRICS-ის ლიდერების თანდასწრებით ხელი მოეწერა შეთანხმებებს „მწვანე ეკონომიკის“ სფეროში თანამშრომლობის, ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების შესახებ აფრიკაში და დეკლარაციას BRICS ბიზნეს საბჭოს შექმნის შესახებ.

ასევე გამოცხადდა დეკლარაციის ხელმოწერა BRICS-ის ქვეყნების საექსპერტო ცენტრების კონსორციუმის შექმნისა და BRICS-ის ქვეყნების ერთობლივი სტატისტიკური პუბლიკაციის გამოქვეყნების შესახებ.

სამიტის დაწყებამდე გაიმართა სამუშაო საუზმე ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებს შორის ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან.

იმავე დღეს BRICS-ის ლიდერები აფრიკის სახელმწიფოების მეთაურებს შეხვდნენ. შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ BRICS-ის ქვეყნები ერთობლივად იცავენ აფრიკისა და გარდამავალი ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნების უფლებებსა და ინტერესებს, მხარს უჭერენ თავიანთი როლისა და გავლენის გაზრდას გლობალური მმართველობის სისტემაში, განსაკუთრებით საერთაშორისო ფინანსურ და ეკონომიკურ ორგანიზაციებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება