BRICS-ის IV სამიტი
BRICS-ის IV სამიტი შედგა 2012 წლის 28 — 29 მარტს ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში[1].
BRICS-ის 2012 წლის შემადგენლობა:
- ბრაზილია — პრეზიდენტი დილმა რუსეფი,
- რუსეთი — პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი,
- ინდოეთი — პრემიერ-მინისტრი მანმოჰან სინგჰი,
- ჩინეთი — თავმჯდომარე ჰუ ძინტაო,
- სარ — პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა.
სამიტის თემა: „BRICS პარტნიორობა გლობალური სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“.
შეხვედრა გლობალური ეკონომიკის პრობლემებს, ანტიკრიზისულ ღონისძიებებს, ასევე სირიისა და ირანის ირგვლივ არსებული სიტუაციის მოგვარების პრობლემას მიეძღვნა. მხარეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი განვითარების ბანკის შექმნის შესაძლებლობა და მათი საფონდო ბაზრების დაახლოების მექანიზმები. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამიტზე ისაუბრა BRICS-ის სტრატეგიული მიზნის ხედვაზე. ეს, რუსეთის ლიდერის თქმით, არის "BRICS-ის ეტაპობრივი ტრანსფორმაცია მსოფლიო ეკონომიკისა და პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ურთიერთქმედების სრულფასოვან მექანიზმად". ახალი განვითარების ბანკის შექმნის იდეა, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ევროსა და დოლარის ეტაპობრივ უარყოფას ქვეყნებს შორის ანგარიშსწორებაში და ითვალისწინებს ეროვნული ვალუტების გამყარების პროცესს. BRICS-ის ქვეყნების ლიდერებმა თავიანთ ფინანსთა მინისტრებს დაავალეს ამ ინიციატივის მიზანშეწონილობისა და სიცოცხლისუნარიანობის შესწავლა. შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი და პრეზიდენტები მოხსენებას სამხრეთ აფრიკაში მომავალ სამიტზე მიიღებენ. სამიტის შედეგად ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას და სამოქმედო გეგმასაც.