ქალაკოდა

(გადამისამართდა გვერდიდან Arum orientale)

ქალაკოდა[1][2] (ლათ. Arum orientale) — მრავალწლოვანი ტუბერიანი ბალახოვანი მცენარე ნიუკასებრთა ოჯახისა. აქვს დიდი ზომის, შუბისებური ან ისრისებური ფოთლები, საყვავილე ღერო უფრო მოკლეა, ვიდრე ფოთლის ყუნწი. საბურველი ფართოკვერცხისებური, წაწვეტებული, თეთრი, ზურგზე – მომწვანო. ნაყოფი მუქი წითელია, ნარინჯისფერი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-ივნისში. გავრცელებულია თითქმის მთელ კავკასიაში, ევროპასა და მცირე აზიაში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება ტყეებში, ტყისპირებში, ბუჩქნარებში, ნაკადულების პირებზე. მცენარე აღწერილია საქართველოდან.[3]

ქალაკოდა

ქალაკოდა (გადაღებულია ბოყვაში)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  წყლისმრავალძარღვასნაირნი
ოჯახი:  ნიუკასებრნი
გვარი:  ნიუკა
სახეობა:  ქალაკოდა
ლათინური სახელი
Arum orientale M.Bieb., 1808
  1. Bussmann, Rainer W.; Batsatsashvili, Ketevan; Kikvidze, Zaal; Paniagua-Zambrana, Narel Y.; Khutsishvili, Manana; Maisaia, Inesa; Sikharulidze, Shalva; Tchelidze, David (2020). „Amaranthus hybridus L. Amaranthus palmeri S. Watson Amaranthus spinosus L. Amaranthus retroflexus L. Atriplex hortensis L. Amaranthaceae“. Ethnobotany of the Mountain Regions of Far Eastern Europe: 69–82. doi:10.1007/978-3-030-28940-9_8.
  2. არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე-დვალი), გერმანულ-ქართული, ქართულ-გერმანული ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი: „ფავორიტ პრინტი“, 2012. — გვ. 13.
  3. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 54.