დუზუნდური

(გადამისამართდა გვერდიდან Angelica archangelica)

დუზუნდური,[1] სამკურნალო ანგელოზა (ლათ. Angelica archangelica) — მიეკუთვნება ქოლგოსანთა ოჯახსლათ. Apiaceaee. გამოიყენება: გამშრალი ფესურა ფესვებითურთ. სასაქონლო სახელწოდება: Radix Angelicae – ანგელოზას ფესვი. გამრავლება: კულტურიდან, მოყავთ უმთავრესად საფრანგეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში. ანგელოზას გააჩნია საჭმლის მონელების ხელშემწყობი, მადის აღმძვრელი, კრუნჩხვების მომხსნელი და შებერილობის საწინააღმდეგო მოქმედება. ძირი და თესლი გამოიყენება ლიქიორის წარმოებაში, ღეროს ნაჭრებისაგან ადრე ამზადებდნენ ცუკატებს.

დუზუნდური

Garden Angelica
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ქოლგოვანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  ანგელოზა
სახეობა:  დუზუნდური
ლათინური სახელი
Archangelica officinalis (Moench) Hoffm., 1814

ეთერზეთის მინიმალური შემცველობა საჭიროა შეადგენდეს 0,3 პროცენტს და მშრალ ძირებში შეიძლება 1,0 პროცენტსაც მიაღწიოს, უწინარეს ყოვლისა აღსანიშნავია ფელანდრენი, ჰინენი და ლიმონენი.

ნაყოფი შეიცავს 0,8-დან 1,5 პროცენტამდე ერეთზეთს და დაახლოებით 25 პროცენტ ცხიმოვან ზეთს. ამას გარდა, ანგელოზა შეიცავს კუმარინსა და 15 სხვადასხვა სახის ფურანოკუმარინს, ფისსა და ორგანულ მჟავებს.

მოშენება

რედაქტირება

მოყვანის მიზნით გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ნედლი ან მაცივარში ძალიან დაბალ ტემპერატურაზე შენახული სათესლე მასალა, რადგან იგი ძალიან მალე კარგავს გაღივების უნარს. ღია გრუნტში თესვა ხორციელდება ზაფხულის ბოლოსთვის, მწკრივებს შორის მანძილი – 50 სმ, თესვის სიღრმე – 0,5–1,0 სმ, თესვის ნორმას შეადგენს 10-15 კგ ჰა. აღმოცენება გრძელდება 30-40 დღე; ამ დროს ნიადაგი მუდამ სველი უნდა იყოს.

პრაქტიკაში მიღებულია აგრეთვე, ჩითილების გამოყვანა გაზაფხულზე. დაახლოებით 60 დღის შემდეგ შესაძლებელია 50×40 სმ დაშორიშორებით. სარეველა მცენარეებთან ბრძოლის თვალსაზრისით ეფექტურია ბრძოლის აგროტექნიკური მეთოდი (თოხნა, მარგვლა).

დაავადებები და მავნებლები. დაავადებებიდან გვხვდება ფესვის სიდამპლე და ფუზარიოზი (Rhizoctonia და Fusarium). ჟანგა (Puccinia angelicae) იწვევს ფოთლებისა და ღეროების ფერის შეცვლას. შემდეგი დაავადებაა ცრუ ნაცარი (ლათ. Plasmopara angelicae). მწერებიდან ბუგრი და ტალახის ტკიპა ამახინჯებს ქოლგას.

მოსავლის აღება და მოსავალი. თუ გამიზნულია მხოლოდ თესლის გამოყენება, მაშინ მოსავალი აიღება მეორე წლის აგვისტოდან მარცვალასაღები კომბაინით. ნარგავიდან ლეწვა თითქმის შეუძლებელია მწვანე ფოთლების გამო. შეძლებისდაგვარად, შესაძლებელია მესამე წლის შედგომი მოსავლის აღება.

თესლისა და ფესვების ერთდროული გამოყენება არაა რეკომენდებული, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში ფესვები ცუდი ხარისხისაა. იმისათვის, რომ მიღებული იქნეს განსაკუთრებით არომატული ფესვები, მცენარეებს გადაჭრიან თავებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მცენარეთა ყვავილობა.

ნედლი ძირების შესაძლო მოსავლიანობა შეადგენს 100–დან 150 ტონა/ჰა. (25–დან 40 ტონა/ჰა გამშრალი ძირები) და 10–დან 12 ტონამდე/ჰა თესლი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე-დვალი), გერმანულ-ქართული, ქართულ-გერმანული ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი: „ფავორიტ პრინტი“, 2012. — გვ. 104.