მარგვლა
მარგვლა — სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათეს-ნარგავებიდან და ტყის კულტურებიდან სარეველა მცენარეების მოცილება, იმის მიხედვით, თუ როგორი წესით ხდება მარგვლა, განასხვავებენ მექანიკურ, ქიმიურ და ხელით მარგვლას.
მექანიკური მარგვლა ხდება კულრივატორებითა და ფარცხით. ქიმიური მარგვლის დროს სარეველებსსპობენ ჰერბიციდებით. ხელით მარგვლას მიმართავენ უმთავრესად სათესლე ნაკვეთებზე, ძვირფასი კულტურების მცირენაკვეთიან ნათესებში და სათოხნი კულტურები მწკრივებსა და ბუდნებში. მარგვლა ტარდება სარეველების განვითარების ადრეულ ფაზაში. მარგვლის დროს აცილებენ აგრეთვე სხვა სახეობის კულტურულ მცენარეებსა (სახეობრივი მარგვლა) და სხვა ჯიშებს (ჯიშობრივი მარგვლა).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 430.