არმილარიოზი

(გადამისამართდა გვერდიდან ფესვის სიდამპლე)

არმილარიოზიმცენარის სოკოვანი დაავადება, რომლის გამომწვევია მანჭკვალა სოკო (ლათ. Armilaria mellea). აავადებს ვაშლს, ალუბალს, თუთასა და სხვა კულტურულ მცენარეებს. აგრეთვე ტყის ჯიშებს. იწვევს ფესვის ლპობას (კამბიუმის გამუქება, მერქნის პერიფერიული თეთრი სიდამპლე). ახალგაზრდა მცენარეს არმილარიოზი 1—3 წელიწადში ღუპავს, ზრდასრულს — 10 წელიწადში. დაავადება ვრცელდება რიზომორფებითა და სპორებით.

ბრძოლის ღონისძიებანი: დაავადებული ხის ამოძირკვა და ნიადაგის ანტისეპტიკურიი ნივთიერებებით დამუშავება, გაკირიანება, საიზოლაციო თხრილების გაკეთება (70 სმ სიღრმისა); მანჭკვალა სოკოების მოსპობა და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება