სამკურნალო ტუხტი

(გადამისამართდა გვერდიდან Althaea officinalis)

სამკურნალო ტუხტი (ლათ. Althaea officinalis) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე; ტუხტის გვარის წარმომადგენელი ბალბასებრთა ოჯახისა (ლათ. Malvaceae). გამოიყენება მისი გარეთა ქერქის გაფცქვნის შედეგად მიღებული გამშრალი ფესვი, ყვავილი, ფოთოლი. სასაქონლო სახელწოდება: Radix Althaeae — ტუხტის ფესვები; Folium Althaeae — ტუხტის ფოთოლი.

სამკურნალო ტუხტი
მცენარის ზოგადი სახე
მცენარის ზოგადი სახე
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Althaea officinalis

გამრავლება

რედაქტირება

კულტურიდან, იშვიათად ველური ნაკრებიდან. სააფთიაქო საქონლის დიდი ნაწილი ავსტრალიური წარმოშობისაა.

შემცველი ნივთიერებები და გამოყენება

რედაქტირება

ტუხტის ყველა ნაწილი შეიცავს 10-დან 15 პროცენტამდე მაღალხარისხოვან ლორწოვან ნივთიერებას და ძირითადად გამოიყენება სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. მაგრამ მას არ გააჩნია ნახველის ამოღების ხელშემწყობი მოქმედება. ფოთოლსა და ყვავილში ლორწოს შემცველობა შეადგენს 6-9 პროცენტს. ჩაი მზადდება ოთახის ტემპერატურაზე, რათა არ შესქელდეს მასში უხვად არსებული სახამებელი და მის ქმედითუნარიანობაზე შემაფერხებელი გავლენა არ მოახდინოს.

ფესვების ლორწო ლოკალიზებულია ქერქის ლორწოვან უჯრედებში. აქ საქმე გვაქვს პოლიგლიკონის ლორწოსთან, რომლის საქარიდულ კომპონენტებს სხვა დანარჩენთან ერთად წარმოადგენენ რამნოზა, გალაქტოზა და გალაქტურონის მჟავა.

შემოდგომაზე საჭიროა ნაკელის შეტანა. მოთხოვნა აზოტზე შეადგენს 60 კგ/ჰა–ზე. 70 კგ — P2O5 და 120 კგ — K2O აკმაყოფილებენ აღნიშნული საკვები ნივთიერებების მოთხოვნას. კალიუმის სასუქი შეიძლება შეიცავდეს ქლორიდებს.

ზრდა-განვითარების ადგილი

რედაქტირება

ამ თვალსაზრისით სამკურნალო ტუხტს არ გააჩნია რამე განსაკუთრებული პრეტენზიები. განსაკუთრებით ვარგისია ღრმა, ახალი, ნაკლებ ქვაღორღიანი ნიადაგი. უვარგისია ძნელადდასამუშავებელი ადგილი. ბალბასებრთა შემდეგ საჭიროა დაიცვას მიწის დასვენების 4-წლიანი პაუზა. სათოხნი კულტურები წარმოადგენენ საუკეთესო წინამორბედს.

სამკურნალო ტუხტის ფესვების წარმოების მიზნით, უმჯობესია მისი კვლებად თესვა. ეს შესაძლებელია ღია გრუნტში, აპრილის დასაწყისიდან. აღმოცენებამდე საჭიროა 2-დან 3 კვირა. ივნისში, როცა ნაზარდი 8-10 სმ–ს მიაღწევს, შესაძლოა მისი საბოლოო ადგილზე გადარგვა. აღმოსავლეთ ავსტრიაში დამკვიდრდა კიდეც დარგვის ვადა; ესაა მომდევნო წლის მარტი–აპრილი. დარგვის ეს ვადა იძლევა ძლიერი ნერგების გარანტიას, რაც ხელსაყრელ გავლენას ახდენს ფესვების მოსავლიანობაზე. მუყაოს ქოთანში ან დაპრესილი მიწის კუბებში, თებერვლის ბოლო რიცხვებიდან კი მიწის ქვეშ წინა კულტურის გამოყვანის შემთხვევაში შესაძლებელია მისი აპრილის ბოლოსთვის გადარგვა და იმავე წელს მოსავლის აღება. ღია გრუნტში თესვა უპირველეს ყოვლისა ვარგისია ფოთლების ან ღეროების მოპოვების მიზნით. თესვის ნორმა შეადგენს 6 კგ. გარჩეულ თესლს ჰექტარზე. თესვის სიღრმეა 1 სმ. მწკრივებს შორის მანძილი — დაახლოებით 30 სმ. მრავალწლიანი სარგებლობისას შესაძლებელია თითო ჭრა წელიწადში. შესაძლებელია აგრეთვე გამრავლება ფესვის ნაწილებით. მათი მოპოვება ხდება მოსავლის აღების შემდეგ, ფესურას დაჭრის გზით. ფესვის ნაჭრებს საჭიროა გააჩნდეთ ერთი ან ორი კვირტი და თითო ნაჭერი ფესურას სიგრძე შეადგენდეს მინიმუმ 3 სმ–ს. სხვათა შორის, უნდა გაიზარდოს აგრეთვე დაკეპილი ფესურებიც, თუ მათი სიგრძე 5-10 სმ–ს შეადგენს და დაირგვება 10 სმ–ის სიღრმეზე, შემდეგ კი დაიტკეპნება. იმ კულტურებიდან, რომლებიც განსაზღვრულია ფესვის მისაღებად, შესაძლებელია ყვავილების ან თესლის მოპოვება, მაგრამ არ უნდა განხორციელდეს ფოთლის მოსავლის აღება, რადგან ეს გამოიწვევს ფესვის მოსავლიანობის შემცირებას. კულტურის ვერტიკალური ზრდა აიოლებს საწყის ეტაპზე მექანიკური სათოხნი იარაღების გამოყენებას. ნიადაგის შემოყრა, რაც ზოგჯერ რეკომენდებულია, აძლიერებს ფესვებს და ეს განაპირობებს გაფცქვნისას ნაკლები დროის ხარჯვას. სხვათა შორის, აღნიშნული კულტურის მოსავლიანობა თითოეულ ჰექტარზე მწკრივებს შორის მანძილის სიდიდის გამო უფრო დაბალია.

ლიტერატურა

რედაქტირება