ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ემი ლი, პროფესიონალურად ცნობილი, როგორც Ailee (ინგლ. Ai Carina Uemura; დ. 1989 წლის 30 მაისი, დენვერი, კოლორადო, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი. მას გამოუშვებული აქვს ოთხი სტუდიური ალბომი, ექვსი EP და ოცდაერთი სინგლი, რომელთაგან ექვსი მოხვდა Gaon Digital Chart-ის ტოპ ხუთეულში.

Ailee
ინგლ. Ai Carina Uemura

Ailee 2023 წლის მარტში
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ემი ლი
დაბ. თარიღი 30 მაისი, 1989 (1989-05-30) (35 წლის)
დაბ. ადგილი დენვერი
წარმოშობა დენვერი, კოლორადო, აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 2011 - დღემდე
ხელმოწერა
Ailee ვიკისაწყობში

ნიუ-იორკში, Muzo Entertainment-ში, ხანმოკლე მუშაობის შემდეგ, ეილი გადავიდა სამხრეთ კორეაში საცხოვრებლად და კონტრაქტი გააფორმა YMC Entertainment-თან. 2012 წელს მუსიკოსმა გამოუშვა თავისი სადებიუტო პირველი სინგლი „Heaven", რომელიც გაონის ციფრულ ჩარტში მესამე ადგილზე გავიდა და მიიღო შემდეგი ჯილდოები: Melon Music Awards, Golden Disc Awards, Gaon Chart K-Pop Awards და Seoul Music Awards. მან მოიგო ოთხი Mnet Asian Music Award საუკეთესო ქალის ვოკალური შესრულების კატეგორიაში 2013 - 2016 წლებში შემდეგი კომპოზიციებისთვის: „U&I", „Singing Got Better", „Mind Your Own Business" და „If You". მუსიკოსის 2017 წლის სინგლმა, „I Will Go to You Like the First Snow", ჩაწერილი სატელევიზიო დრამატული სერიალის Guardian: The Lonely and Great God (2016), მოიგო რამდენიმე ჯილდო და იყო იმ წლის ციფრულად ყველაზე გაყიდვადი სიმღერა.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ეილი დაიბადა დენვერში, კოლორადოში, 1989 წლის 30 მაისს და გაიზარდა ნიუ-ჯერსიში. ის სწავლობდა პალისადის პარკის საშუალო სკოლაში, სანამ ლეონიაში გადავიდოდა საცხოვრებლად. სკოლის დამთავრების შემდეგ, ის სწავლობდა კომუნიკაციებს პეისის უნივერსიტეტში, თუმცა მალევე მიატოვა სწავლა.[1][2] ამ დროს მუსიკოსმა ხელი მოაწერა ხელი Muzo Entertainment-თან კონტრაქტს. მოგვიანებით ეილი გადავიდა სამხრეთ კორეაში საცხოვრებლად და კონტრაქტი გააფორმა YMC Entertainment-თან.

2012 წლის 9 თებერვალს მუსიკოსმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Heaven" მუსიკალურ კლიპთან ერთად. Billboard-მა მუსიკოსის სადებიუტო სინგლზე თქვა: „თავისი სადებიუტო სინგლით, ეილიმ დაამტკიცა, რომ წლების მანძილზე ჰქონდა უნარი გადმოეცა ღრმა გამოცდილება, რომელსაც ადამიანი გრძნობს სიყვარულში“.[3] სინგლის წარმატება დაეხმარა ეილის მოეგო თავისი პირველი ჯილდო 2012 წლის Cyworld Digital Music Awards-ზე.

2012 წლის 16 ოქტომბერს ეილიმ გამოუშვა თავისი სადებიუტო EP, Invitation. EP-ში შედიოდა სულ ექვსი კომპოზიცია. ალბომის პროდიუსერები იყვნენ: კიმ დო-ჰუნი, ლი ჰიუნ-სენი, პარკ გუენ-ტაე, დუბლ სიდეკიკი, ვისუნგი, ვერბალ ჯინტი, სვინგსი და საიმონ დომინიკი.

2012 წელს ეილიმ მიიღო საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო სეულის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, Melon Music Awards-ზე, Mnet Asian Music Awards-სა და Golden Disk Awards-ზე. ასევე, მან მოიგო საუკეთესო ახალი ქალი სოლო შემსრულებლის ჯილდო Gaon Chart Music Awards-ზე. მას ასევე მიღებული აქვს Mnet America Rising Star Award, სპეციალური ჯილდო, რომელიც Mnet America-მ გადასცა მას 55-ე გრემის დაჯილდოებაზე.

2013 წლის 12 ივლისს ეილიმ გამოუშვა თავისი მეორე EP, სახელწოდებით A's Doll House. EP-ის წამყვანი სინგლი, „U&I" სხვადასხვა მუსიკალურ ჩარტში მოხვდა.

2014 წლის 25 სექტემბერს ეილიმ გამოუშვა თავისი მესამე EP, სახელწოდებით Magazine.[4] EP-ის წამყვანმა სინგლმა, „Don't Touch Me", დაიკავა პირველი ადგილი სხვადასხვა მუსიკალურ ჩარტში. სინგლმა მოიგო ჯილდო 2015 წლის ოქროს დისკის დაჯილდოებაზე.

ეილის პირველი სრულმეტრაჟიანი ალბომი, Vivid, გამოვიდა 2015 წლის 30 სექტემბერს. ეილიმ ზედიზედ სამჯერ მოიგო საუკეთესო ქალის ვოკალური შესრულების ჯილდო Mnet Asian Music Awards-ზე.

2017 წლის 7 იანვარს ეილიმ გამოუშვა სადებიუტო ამერიკული სინგლი „Fall Back" WestSide Entertainment-ის ლიცენზიის მეშვეობით, მეტსახელით A.Leean.[5][6]

ეილიმ გამოუშვა თავისი მეორე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Butterfly, 2019 წლის 2 ივლისს, წამყვანი სინგლით „Room Shaker“. 2019 წლის 10 სექტემბერს, ეილიმ ინსტაგრამზე განაცხადა, რომ მან შექმნა ახალი კომპანია სახელად „Rocket3 Entertainment".

2021 წლის 7 მაისს ეილიმ გამოუშვა თავისი მეექვსე EP სახელწოდებით Lovin', მესამე სტუდიური ალბომის გამოშვებამდე. EP-ში შედის ორი მთავარი სინგლი, „Make Up Your Mind" და „Spring Flowers".[7]

2022 წლის 7 მარტს ეილიმ გამოუშვა თავისი ინგლისურენოვანი სტუდიური ალბომი I'm Lovin' Amy.[8]

დისკოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Ailee: The K-pop and YouTube sensation (June 9, 2016).
  2. YMC Entertainment Official Website (October 7, 2015).
  3. Herman, Tamar; Benjamin, Jeff (February 14, 2017). „25 K-Pop Love Songs for Valentine's Day“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 15, 2017. ციტირების თარიღი: June 18, 2017.
  4. Chung. (September 25, 2014) Ailee's new EP 'Magazine' released. ციტირების თარიღი: June 14, 2020
  5. [MV 에일리 (Ailee) _ Home (Feat. 윤미래)]. YMC Entertainment. October 4, 2016. https://www.youtube.com/watch?v=ddiYTB9miTY.
  6. „Gaon Album Chart of the week“. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 18, 2016. ციტირების თარიღი: April 29, 2017.
  7. Seon, Mi-kyung (April 19, 2021). 에일리, 5월 7일 선공개 앨범 'LOVIN 컴백..봄 감성[공식] Ailee, comeback of the pre-released album 'LOVIN' on May 7..Spring emotion [Official]] (in Korean). Osen. Archived from the original on April 19, 2021. Retrieved April 19, 2021 – via Naver.
  8. Yoon, Sanggeun (February 28, 2022). 에일리, 3월 7일 영어앨범 'I'M LOVIN' AMY' 기습 컴백[공식] Ailee, surprise comeback with English album 'I'M LOVIN' AMY' on March 7th [Official]] (in Korean). Star News. Retrieved February 28, 2022 – via Naver.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Ailee_(მუსიკოსი)“-დან