Against All Odds (Take a Look at Me Now)
„Against All Odds (Take a Look at Me Now)“ (ქართ. ყოველგვარი უცნაურობის მიუხედავად) — ინგლისელი მომღერალ და სიმღერების ავტორ ფილ კოლინზის სიმღერა და სინგლი, რომელიც შეტანილია ფილმში „ყოველგვარი უცნაურობის მიუხედავად“. იგი კოლინზის ერთ-ერთი პოპულარული რომანტიკული ბალადაა, რომლის პერსონაჟი მისგან წასულ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს. პირველად კოლინზის კარიერაში სიმღერა მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის პირველ პოზიციაზე.
„Against All Odds (Take a Look at Me Now)“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — ფილ კოლინზი | ||||
ალბომიდან Against All Odds | ||||
გამოსვლის თარიღი |
თებერვალი 1984 (აშშ) 31 მარტი 1984 (ბრიტანეთი) | |||
ჩაიწერა | 1983 | |||
ჟანრი | პოპ-როკი, სოფტ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 3:23 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Atlantic Records | |||
ავტორ(ებ)ი | ფილ კოლინზი | |||
პროდიუსერი | არიფ მარდენი | |||
ფილ კოლინზი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
სიმღერა შემდგომში შესრულებული იქნა სხვა მუსიკოსების მიერ, რომელთა ვერსიები წარმატებული იყო აშშ-სა და ბრიტანეთში. აღსანიშნავია მერაია კერისა და ჯგუფ Westlife-ის ვერსია, რომელიც ბრიტანეთში 2000 წლის სექტემბერში პირველ პოზიციაზე მოხვდა.[1]
სიმღერების სია
რედაქტირება- ფილ კოლინზი - Against All Odds (Take A Look At Me Now) - 3:24
- ლარი კარლტონი და მიშელ კოლომბიე - The Search (Main Title Theme From „Against All Odds“) - 3:33
მერაია კერის ვერსია
რედაქტირება„Against All Odds (Take a Look at Me Now)“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — მერაია კერი | ||||
ალბომიდან Rainbow | ||||
გამოსვლის თარიღი | 3 ოქტომბერი 2000 | |||
ჟანრი | პოპი, R&B | |||
ხანგრძლივობა | 3:25 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Columbia Records | |||
პროდიუსერი | მერაია კერი, ჯეიმზ ჰარის III და ტერი ლუისი | |||
მერაია კერი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„Against All Odds“ ერთ-ერთი სინგლია მერაია კერის ალბომიდან Rainbow. მისი პროდიუსერები არიან კერი, ჯეიმზ ჰარის III და ტერი ლუისი. იგი გამოვიდა 2000 წლის 3 ოქტომბერს.
სიმღერა აშშ-ში კომერციული ან რადიო სინგლის სახით არ გამოსულა. იგი უკანასკნელი სინგლია, რომელიც მერაიამ Columbia Records-სთან თანამშრომლობით ჩაწერა. სიმღერა რამდენიმე ქვეყნის საუკეთესო ოცეულში შევიდა, საუკეთესო შედეგი კი ნორვეგიის ჩარტში აჩვენა, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. „Against All Odds“ კერიმ ცოცხლად არაერთხელ შეასრულა, მათ შორის თავის ძველ სკოლაში გამართულ მინი-კონცერტზე, სახელად „The Mariah Carey Homecoming Special“.
მერაია კერისა და Westlife-ის ვერსია
რედაქტირებარამდენიმე თვის შემდეგ, 2000 წლის სექტემბერში კერისა და Westlife-ის დუეტი გამოვიდა, როგორც ამ უკანასკნელის მეორე ალბომის Coast to Coast პირველი სინგლი. მერაიას სიმღერა ხელახლა არ ჩაუწერია, თუმცა მის სოლო ვერსიასთან შედარებით მუსიკა ოდნავ შეცვლილია. გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში სიმღერა უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე კერის სოლო ვერსია.[2] ამ ქვეყნებში მან პირველი ადგილი დაიკავა, გაერთიანებულ სამეფოში კი იგი კერის მეორე #1 სინგლი გახდა. საერთო ჯამში, გაერთიანებულ სამეფოში სიმღერის 375,000 ეგზემპლარი გაიყიდა.[3] სიმღერის ოფიციალურ მუსიკალურ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წერენ კერი და Westlife მას სტუდიაში და როგორ მოგზაურობენ ისინი კუნძულ კაპრიზე. გაერთიანებულ სამეფოში ასევე გამოვიდა ამავე ვერსიის Westlife-ის ქავერი.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Stark, David (2002-11-16). „Collin's Writing Yields Hits For Many“. Billboard: 38. ციტირების თარიღი: 2011-09-03.
- ↑ Bronson, Fred (2000-11-18). „Found The 'Love' Of A Westlife Time“. Billboard: 124. ციტირების თარიღი: 2011-09-03.
- ↑ Mariah Carey official top 20 best-selling singles in the UK დაარქივებული 2011-06-06 საიტზე Wayback Machine. MTV. retrieved: 2010-05-03.
- ↑ Westlife Against All Odds UK DOUBLE CD SINGLE SET (166322). Eil.com (2000-09-22). ციტირების თარიღი: 2011-11-12.