Easy Lover“ — ფილიპ ბეილის და ფილ კოლინზის სიმღერა, დაწერილი ბეილის, კოლინზის და ნეითან ისტის მიერ. იგი შეტანილია ბეილის სოლოალბომში Chinese Wall. კოლინზი სიმღერას ასრულებდა საკუთარ კონცერტებზე. იგი შეტანილია მის 1990 წლის საკონცერტო ალბომში Serious Hits... Live! და 1998 წლის კომპილაციაში ...Hits.

„Easy Lover“
სინგლიფილიპ ბეილი და ფილ კოლინზი
ალბომიდან Chinese Wall
B-მხარე "Woman"
გამოსვლის თარიღი ნოემბერი 1984 (აშშ),
25 თებერვალი 1985 (ბრიტანეთი)[1]
ჩაიწერა 1984
ჟანრი პოპ-როკი
ხანგრძლივობა 5:02
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia/CBS
ავტორ(ებ)ი ფილიპ ბეილი, ფილ კოლინზი, ნეითან ისტი
პროდიუსერი ფილ კოლინზი
ფილიპ ბეილი და ფილ კოლინზი — სინგლების ქრონოლოგია
Easy Lover
(1984)
„Photogenic Memory“
(1984)
ფილ კოლინზის სინგლების — ქრონოლოგია
„Against All Odds (Take a Look at Me Now)“
(1984)
Easy Lover
(1984)
„One More Night“
(1984)
ალტერნატიული გარეკანი

ბრიტანული 7" სინგლის გარეკანი

სიმღერა რამდენიმე ქვეყანაში ჩარტის პირველ ადგილს იკავებდა - მათ შორის, კანადაში, ნიდერლანდებში, ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოში. აშშ-ში იგი Billboard Hot 100-ის მეორე ადგილზე 1985 წლის 2 თებერვალს მოხვდა და ორი კვირის განმავლობაში იკავებდა (რის გამოც ჯგუფ Foreigner-ის "I Want to Know What Love Is"-მა სიაში უკან დაიხია). ბრიტანეთის ჩარტში იგი ოთხი კვირის განმავლობაში #1 იყო. [2] ამავე ტერიტორიაზე მან მოგვიანებით ოქროს სერტიფიცირება მიიღო.[1] აშშ-ში გაიყიდა მისი მილიონი ასლი. სინგლი აგრეთვე სერტიფიცირებული იყო ოქროს სტატუსით (RIAA-ს მიერ). გარდა ამისა, ბრიტანეთში მას 400.000-ზე მეტი გაყიდული ასლისთვის ოქრო ერგო, ხოლო კანადაში - პლატინა.[3][4][5][6]

"Easy Lover"-ის ვიდეომ მიიღო ჯილდო MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე (საუკეთესო ზოგადი შესრულება ვიდეოში), 1985 წელს და იყო ნომინირებული გრემიზე 1986 წელს (საუკეთესო პოპ-შესრულება დუეტის ან ჯგუფის მიერ ვოკალებით).[7][8] ოფიციალური ვიდეო გადაღებულია ლონდონი და წარმოადგენს ვიდეოს, რომელშიც აღწერილია სხვა ვიდეოს გადაღება.

სიმღერის საკუთარი ვერსია 2015 წელს გამოუშვა Electric Six-მა, ალბომზე Mimicry and Memories.[9]

  1. 1.0 1.1 BPI > Certified Awards > Search results for Phil Collins (page 3). British Phonographic Industry. ციტირების თარიღი: 2016-02-16.
  2. Roberts, David (2006). British Hit Singles & Albums, 19th, London: Guinness World Records Limited, გვ. 447. ISBN 1-904994-10-5. 
  3. Gold & Platinum Searchable Database - March 29, 2014. RIAA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-10. ციტირების თარიღი: 2014-03-29.
  4. Rock Music, etc., Terms. spider.georgetowncollege.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-18. ციტირების თარიღი: 2009-03-23.
  5. [1] დაარქივებული January 6, 2012, საიტზე Wayback Machine.
  6. Music Canada : Gold Platinum Database. Musiccanada.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-30. ციტირების თარიღი: 2014-03-29.
  7. MTV Video Music Awards History: Best Overall Performance. Rock On The Net. ციტირების თარიღი: 2014-03-29.
  8. Grammy Awards: Best Pop Vocal Performance by a Group or Duo. Rock On The Net. ციტირების თარიღი: 2014-03-29.
  9. Final track listing for Mimicry and Memories. ციტირების თარიღი: 29 March 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Easy_Lover&oldid=4589320“-დან