AUKUS
AUKUS (წარმოიქმნება წევრი ქვეყნების სახელწოდებების მიხედვით: Australia, United Kingdom, United States) — სამმხრივი თავდაცვითი ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ავსტრალიას, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს შორის.[1]
AUKUS | |
---|---|
| |
შეიქმნა | 15 სექტემბერი, 2021 |
სტატუსი | მოქმედი |
ტიპი | სამხედრო ალიანსი |
მიზანი | კოლექტიური თავდაცვა |
მდებარეობა | აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, South Pacific Ocean, Indo-Pacific და territorial claims in Antarctica |
წევრები |
ავსტრალია გაერთიანებული სამეფო აშშ |
ატარებს სახელს | ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო და აშშ |
უსაფრთხოების საგანგებო პაქტის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა დააანონსეს, ნათქვამია რომ შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგების ტექნოლოგიითა და შესაძლებლობით უზრუნველყოფენ, რომელიც ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი ზეგავლენის აღსაკვეთად გამოიყენება.[2]
შეთანხმება ავსტრალიას საშუალებას მისცემს, ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით პირველად ისტორიაში ააგოს ბირთვული წყალქვეშა ნავები. შედეგად, ავსტრალია გახდება მეშვიდე ქვეყანა — აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და რუსეთის შემდეგ — რომელიც ბირთვული წყალქვეშა ნავების ოპერირებას დაიწყებს. შეთანხმება, ასევე, ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის, კიბერ და კვანტური ტექნოლოგიების გაზიარებას. ახალი პაქტით, ავსტრალიამ გაწყვიტა 31-მილიარდევროიანი შეთანხმება 12 წყალქვეშა ნავის მშენებლობის შესახებ, რომელსაც საფრანგეთთან 2016 წელს მოეწერა ხელი.[3]
ჩინეთმა გააკრიტიკა სამი ქვეყნის მიერ დაანონსებულ პარტნიორობა, რომელიც ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი ზეგავლენის აღსაკვეთად მოწინავე ტექნოლოგიების გაზიარებას ითვალისწინებს და აღნიშნულ ქვეყნებს „ცივი ომის“ მენტალიტეტის მოშორებისკენ მოუწოდა.[4]
ტაივანის ვიცე-პრეზიდენტი ლაი ჩინგ-ტე მიესალმა პაქტის ხელმოწერას და მას უწოდა „დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის პოზიტიური განვითარება რეგიონში“.[5]
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ AUKUS არის სამ ერს შორის გაფორმებული ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების მექანიზმი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მათივე აზრით ავსტრალიაში ამ წყალქვეშა ნავების განთავსება კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონში აშშ-ის გავლენის განმტკიცებისთვის.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ward, Alexander. „Biden to announce joint deal with U.K. and Australia on advanced defense-tech sharing“. Politico (ინგლისური). ციტირების თარიღი: 15 September 2021.
- ↑ „აშშ და გაერთიანებული სამეფო ავსტრალიას ბირთვულ წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებულ ტექნოლოგიას გაუზიარებენ“. interpressnews. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2021.
- ↑ ჩიჩუა, ნინო. „AUKUS — ალიანსი ჩინეთის შესაკავებლად“. netgazeti. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2021.
- ↑ „ჩინეთი აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტს აკრიტიკებს“. interpressnews. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2021.
- ↑ Lai, Ching-te. Taiwan welcomes #AUKUS as a positive development for democracy, peace, and prosperity in the region. en. ციტირების თარიღი: 2021-09-17
- ↑ „AUKUS - აშშ-მა, ბრიტანეთმა და ავსტრალიამ უსაფრთხოების პაქტი წარადგინეს“. ghn. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2021.