სკოტ მორისონი
სკოტ ჯონ მორისონი (ინგლ. Scott John Morrison, დ.19 მაისი, 1968, სიდნეი) — ავსტრალიელი პოლიტიკოსი, ავსტრალიის ლიბერალური პარტიის[1] წევრი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი 2018 წლის 24 აგვისტოდან 2022 წლის 23 მაისამდე.
სკოტ მორისონი | |
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 აგვისტო, 2018 – 23 მაისი, 2022 | |
ავსტრალიის ფინანსთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 სექტემბერი, 2015 – 24 აგვისტო, 2018 | |
სოციალური მომსახურების მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 დეკემბერი, 2014 – 21 სექტემბერი, 2015 | |
იმიგრაციისა და ავსტრალიის საზღვრის დაცვის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 სექტემბერი, 2013 – 23 დეკემბერი, 2014 | |
დაბადებული | 19 მაისი, 1968 სიდნეი |
პოლიტიკური პარტია | ავსტრალიის ლიბერალური პარტია |
მეუღლე | ჯენი უორენი |
შვილები | 2 |
განათლება | ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებასკოტ მორისონი დაიბადა სიდნეის გარეუბან უევერლიში. 1970-იან წლებში მონაწილეობდა სატელევიზიო რეკლამებში. ცხრა წლის ასაკში აქტიურად მონაწილეობდა მამის საარჩევნო კამპანიაში, რომელიც იყო პოლიციის ოფიცერი და შემდეგ აირჩიეს მერად.
დაამთავრა ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი, სადაც შეისწავლა გეოგრაფია და ეკონომიკა, შემდეგ კი დაკავდა ტურისტული ბიზნესით.