3 Doors Downამერიკული როკ-ჯგუფი მისისიპიდან, ჩამოყალიბებული 1996 წელს. თავდაპირველად მასში შედიოდა სამი წევრი: ბრედ არნოლდი (ვოკალი/დრამები), ტოდ ჰარელი (ბასი) და მეტ რობერტსი (გიტარა). მალე მათ შეუერთდათ გიტარისტი კრის ჰენდერსონი და ცოტა მოგვიანებით დრამერი რიჩარდ ლილსი, რომელმაც დაუკრა ჯგუფთან ერთად სადებიუტო ალბომის მხარდამჭერ ტურნეში. 2002—2005 წლებში რიჩარდი დენიელ ედეირმა ჩაანაცვლა. ამ შემადგენლობით ჯგუფმა ჩაატარა დაახლოებით 1 000 კონცერტი მათ მომდევნო დიდად წარმატებულ Away from the Sun ალბომამდე. 2005 წელს, როდესაც ედეირი Nickelback-მა დაიქირავა სრულ განაკვეთზე, გრეგ აპჩერჩმა (ჯგუფიდან Puddle of Mudd) დაიკავა მისი ადგილი. 2012 წელს, თავდაპირველმა გიტარისმა მეტ რობერტსმა დატოვა ჯგუფი ჯანმრთელობის პრობლემების გამო. იგი მალე შეცვალა ჩეტ რობერტსმა, კრის ჰენდერსონის გიტარის ტექნიკოსმა. 2013 წელს ტოდ ჰარელი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და რის გამოც ბასისტმა ჯასტინ ბილტონენმა ჩაანაცვლა.[1]

3 Doors Down

3 Doors Down-ის საკონცერტო შესრულება ლარედოში, ტეხასი
ბიოგრაფია
წარმოშობა ესკატავპა, მისისიპი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, პოსტ-გრანჟი, მძიმე როკი
აქტიური 1996–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Republic, Universal Republic
წევრები ბრედ არნოლდი
კრის ჰენდერსონი
გრეგ აპჩერჩი
ჩეტ რობერტსი
ჯასტინ ბილტონენი
ყოფილი წევრები მეტ რობერტსი
ტოდ ჰარელი
რიჩარდ ლილსი
დენიელ ედეირი
საიტი 3doorsdown.com
3 Doors Down ვიკისაწყობში

ჯგუფს საერთაშორისო აღიარება პირველმავე სინგლმა, Kryptonite, მოუტანა, რომელიც არ თმობდა ადგილს საუკეთესო სამეულში ბილბორდის ცხელ ასეულში. შემდეგ ჯგუფმა გააფორმა ხელშეკრულება ლეიბლთან Republic Records და 2000 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი, The Better Life. ალბომი აღმოჩნდა წლის მე-11 საუკეთესოდ გაყიდვადი ალბომი და 6x პლატინად იქნა შეფასებული ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ. მათმა მეორე ალბომმა, Away from the Sun, (2002) განაგრძო ჯგუფის წარმატება; იგი თავიდანვე მერვე პოზიციაზე მოხვდა ჩარტში ბილბორდ 200, წინამორბედის მსგავსად რამდენიმეჯერ იქნა შეფასებული პლატინად აშშ-ში, იგი შეიცავდა ჰიტებს: When I'm Gone და Here Without You. ამას მოჰყვა 2 წლიანი ტურნეები ჯგუფის მესამე ალბომის, Seventeen Days, გამოშვებამდე 2005 წელს. ალბომმა დაიკავა პირველი ადგილი ჩარტში ბილბორდ 200 და სერტიფიცირებული იქნა პლატინად გამოშვებიდან პირველივე თვეს. მათმა მეოთხე, ჯგუფის სახელის მქონე ალბომმაც, 3 Doors Down (2008), ასევე პირველი ადგილი დაიკავა ჩარტში ბილბორდ 200. ჯგუფის მეხუთე სტუდიურმა ალბომმა, Time of My Life (2011), დაიკავა მესამე ადგილი ჩარტებში.

ჯგუფს ერთ სცენაზე უმღერია ისეთ ჯგეფებთან, როგორებიც არიან: Daughtry, Megadeth, Staind, Nickelback, Alter Bridge, Breaking Benjamin, Seether, Shinedown, Hinder, Mentors, ZZ Top და Lynyrd Skynyrd. კარიერის დაწყებიდან 3 Doors Down-მა გაყიდა 20 მილიონზე მეტი ალბომი მსოფლიოში.

დისკოგრაფია რედაქტირება

სტუდიური ალბომები

ჯგუფის წევრები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. New 3 Doors Down Material Coming in 2014, Guitarist Chris Henderson Confirms. Ultimate Guitar (23 იანვარი, 2014). ციტირების თარიღი: 2014-05-19.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=3_Doors_Down&oldid=4604229“-დან