2012 European Black Album Tour (აგრეთვე ცნობილი როგორც The Metallica Vacation Tour 2012) იყო ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის 2012 წელს გამართული საკონცერტო ტურნე. ჯგუფი უკრავდა ევროპაში ერთი თვის განმავლობაში და გამოდიოდა ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა Sonisphere Festival, Download Festival, Nova Rock Festival, Rock in Rio Lisboa, Rock Werchter და Rock am Ring and Rock im Park. ამ ტურნეზე ჯგუფი, პირველად მათი არსებობის მანძილზე, უკრავდა სიმღერებს შავი ალბომიდან სრული შემადგენლობით ყველა კონცერტზე (შებრუნებული თანმიმდევრობით), ალბომის ჩაწერის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით, რაც ჯგუფმა დაადასტურა კიდეც ინტერვიუებში. 6 ივნისს ამ ტურნეს ფარგლებში ასევე პირველად გაიმართა კონცერტი აღმოსავლეთ იუტლანდიის სახელმწიფო ციხეში, დანიაში. ტურნეს დამთავრებისთანავე ჯგუფმა გადაინაცვლა სტუდიაში მეათე (თუ არ ჩავთვლით ლუ რიდთან თანამშრომლობით ჩაწერილ ალბომს) სტუდიურ ალბომზე სამუშაოდ.[1][2]
2012 European Black Album Tour |
---|
ტურნე, გამართული მეტალიკის მიერ |
---|
ჩატარების ადგილები |
ევროპა |
---|
დაწყების თარიღი |
7 მაისი, 2012 |
---|
დასრულების თარიღი |
10 ივნისი, 2012 |
---|
კონცერტების რაოდენობა |
16 |
---|
მეტალიკის კონცერტების ქრონოლოგია |
---|
2011 Vacation Tour (2011)
|
European Black Album Tour (2012)
|
| |