ერისი

(გადამისამართდა გვერდიდან 2003 UB313)
ეს სტატია ჯუჯა პლანეტას ეხება. მითოლოგიური პერსონაჟის შესახებ იხილეთ ერისი.

ერისი (136199 Eris; დროებითი სახელი: 2003 UB313; სიმბოლო: ⯰)[1]ჯუჯა პლანეტა მზის სისტემაში. მდებარეობს სისტემის ყველაზე უკიდურესი პლანეტის — ნეპტუნის ორბიტის გარეთ. თანახმად პალომარის ობსერვატორიის (კალიფორნია) ასტრონომებისა, ობიექტი ზომით პლუტონს აღემატება (რომელიც, თავის მხრივ, 2006 წლის 24 აგვისტომდე პლანეტად ითვლებოდა).

ერისი

აღმოჩენა
აღმომჩენი მაიკლ ბრაუნი
დეივიდ რაბინოვიცი
ჩედვიკ ტრუხილიო
აღმოჩენის ადგილი ბერლინი, აშშ
აღმოჩენის თარიღი 5 იანვარი, 2005
აღმოჩენის მეთოდი გამოთვლა
ორბიტალური მახასიათებლები
აფელიუმი 14.602×109 კმ 97.661 ა.ე.
პერიჰელიუმი 5.723×109 კმ 38.255 ა.ე.
გარშემოვლის სიდერული პერიოდი 560.23 წელი
თანამგზავრები 1 (დისნომია)
ფიზიკური მახასიათებლები
მასა (m) (1.67±0.02)×1022 კგ

პირველაღმომჩენებმა, შემდგომში კი ნასამ და ზოგიერთმა ასტრონომიულმა ორგანიზაციამ, ეს ობიექტი მზის სისტემის მეათე პლანეტად გამოაცხადეს 2005 წლის იანვარში, თუმცა 2006 წლის 24 აგვისტოს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა დაამტკიცა პლანეტის განსაზღვრება, რომლის მიხედვით 2003 UB313 ამ სტატუსს არ მოერგო. ეს ობიექტი ჯუჯა პლანეტების კატეგორიას მიეკუთვნა. ოფიციალური სახელის შერჩევის დროს ასევე განიხილებოდა ვარიენტები — ქსენა, ზენა (Xena) და ლილა (Lilah).

ორბიტაზე ის მზის ირგვლივ მოძრაობს 3436 მ/წმ სიჩქარით და მზის ირგვლივ ერთ სრულ ბრუნის პერიოდია 557 წელი ანუ 203 600 დღე.

მზიდან უშორესი მანძილი (აფელიუმი) არის 14 600 000 000 კმ (97,56 ასტრონომიული ერთეული), მზესთან უახლოესი მანძილი (პერიფელიუმი) 5 650 000 000 კმ. (37,77 ა. ე.) საშუალო მანძილი არის 10 120 000 000 კმ (67,67 ა. ე.). ექსცენტრისიტეტი (ორბიტის გაწელილობის კოეფიციენტი) არის: 0,44177. ერისის დიამეტრი სავარაუდოდ 2400 კმ -ია.

თავისი ღერძის ირგვლივ ბრუნვის პერიოდი სავარაუდოდ არის 8 სთ. მისი ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით არის: მინიმალური -243 °C (30 °K), მაქსიმალური -218 °C (55 °K). მისი არეკვლის უნარის კოეფიციენტი (ალბედო) არის 0.86.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. JPL/NASA. (2015-04-22) What is a Dwarf Planet?. ციტირების თარიღი: 2022-01-19