12-Bar Original
„12-Bar Original“ — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის ინსტრუმენტული კომპოზიცია. იგი ჩაწერილია 1965 წელს და შეტანილია მხოლოდ ალბომში Anthology 2, რომელიც გამოვიდა 1996 წელს.
„12-Bar Original“ | |
---|---|
ინსტრუმენტული — The Beatles | |
ალბომიდან Anthology 2 | |
გამოსვლის თარიღი |
18 მარტი, 1996 (ბრიტანეთი) 19 მარტი, 1996 (აშშ) |
ჩაიწერა | 4 ნოემბერი 1965 |
ჟანრი | ბლუზი |
ხანგრძლივობა | 2:54 |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple |
ავტორ(ებ)ი | ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რიჩარდ სტარკი |
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი |
ეს არის ჯგუფის სიმღერებიდან ერთ-ერთი მცირეთაგანი, რომლის ავტორად მითითებულია The Beatles-ის ოთხივე წევრი.[1]. გამომცემლად მითითებულია Lenono Music, Inc., MPL Communications Ltd, Harrisongs Ltd. და Startling Music Ltd.. სხვა სიმღერები, რომლეთა ავტორებად მითითებულია ოთხივე წევრი, არის „Flying“, „Dig It“ და „Christmas Time (Is Here Again)“.
The Beatles-ის წევრებიდან სიმღერაზე მხოლოდ ლენონს და სტარს უსაუბრიათ. აშშ-სთან რადიო ინტერვიუებში ლენონს ჰკითხეს, არსებობდა თუ არა ჯგუფის გამოუცემელი ჩანაწერები, რაზეც მან უპასუხა, რომ ახსოვდა მხოლოდ „საზიზღარი 12 ტაქტიანი“. სტარმა ჟურნალისტ პიტერ პალმიესთან საუბრისას აღნიშნა: „სიმღერა ყველამ დავწერეთ და ერთ-ერთი ვერსიის აცეტატს ვფლობ“. ციტატა პალმიემ მოგვიანებით გამოიყენა რინგო სტარის შესახებ სტატიაში, რომელიც ჟურნალ DISCoveries-ში 1993 წელს გამოქვეყნდა. იგი აგრეთვე მოხვდა ჯიმ ბერკენსტადტისა და ბელმოს წიგნში Black Market Beatles.
„12-Bar Original“ იყო The Beatles-ის პირველი ინსტრუმენტული კომპოზიცია, ჩაწერილი EMI-სთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ჯორჯ მარტინის პროდიუსერობით, ები-როუდის სტუდიებში. ჯგუფის კიდევ ოთხი ინსტრუმენტული კომპოზიციაა უკვე ნახსენები „Flying“, იგივე კომპოზიციის გამოუცემელი ვერსია "Aerial Tour Instrumental", „Cayenne“ და „Cry for a Shadow“.
პერსონალი
რედაქტირება- ჯორჯ ჰარისონი – წამყვანი გიტარა
- ჯონ ლენონი – წამყვანი გიტარა
- პოლ მაკ-კარტნი – ბას-გიტარა
- რინგო სტარი – დასარტყმელი საკრავები
- ჯორჯ მარტინი – ჰარმონიუმი
- პერსონალი მითითებულია იენ მაკ-დონალდის წიგნის მიხედვით.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 12 Bar Original, BMI Work #4263229. BMI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-12-08. ციტირების თარიღი: 2009-08-31.
- ↑ MacDonald (2005), p. 177
ლიტერატურა
რედაქტირება- MacDonald, Ian (2005). Revolution in the Head: The Beatles' Records and the Sixties, Second Revised, London: Pimlico (Rand). ISBN 1-84413-828-3.