Cry for a Shadow — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის ერთ-ერთი ადრეული ინსტრუმენტული კომპოზიცია. ჩაიწერა როგორც ჯგუფის The Shadows პაროდია, 1961 წლის 22 ივნისს ჰამბურგში, რომელსაც ჯგუფი ტონი შერიდანის მხარდამჭერი მუსიკოსების სახით სტუმრობდა. მოგვიანებით, 1964 წლის 28 თებერვალს დამოუკიდებელი სინგლის სახით გამოიცა. სიმღერა ასევე ჯგუფ The Beatles-ის საარქივო ჩანაწერების ალბომზე Anthology 1 (1995) გამოვიდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება