1,3-ბუტადიენი
ქიმიური ნივთიერება
1,3-ბუტადიენი, დივინილი — ორგანული ნაერთი, უჯერი ნახშირწყალბადი, დამახასიათებელი სუნის მქონე უფერო აირი. დუღილის ტემპერატურაა −4.4°C, დნობისა კი — −108.9°C. წყალში ცუდად იხსნება, სპირტსა და ნავთში — კარგად. ჰაერთან 1,3-ბუტადიენი 1,6–10,8% კონცენტრაციისას ფეთქებადსაშიშ ნარევებს წარმოქმნის. ჰაერში დასაშვები ზღვრული კონცენტრაციაა 0,1 გ/მ³. წყალბადს, ჰალოგენებს, ჰალოგენწყალბადებსა და სხვა ელექტროფილურ რეაგენტებს 1,3-ბუტადიენი უმთავრესად 1,4 მდგომარეობაში იერთებს:
1,3-ბუტადიენი | |
ზოგადი | |
---|---|
ქიმიური ფორმულა | |
მოლური მასა | 54,09 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 0.6149 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −108.9 °C |
დუღილის ტემპერატურა | −4.4 °C |
კლასიფიკაცია | |
CAS | 106-99-0 |
PubChem | 7845 |
1,3-ბუტადიენს იღებენ ნორმალური ბუტანისა და ბუტილენების კატალიზური დეჰიდრირებით, აგრეთვე ეთილის სპირტის ორთქლის კატალიზური გარდაქმნით (სერგეი ლებედევის ხერხი). პოლიმერიზაციისა და თანაპოლიმერიზაციის რეაქციით 1,3-ბუტადიენისგან მიიღება კაუჩუკი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 588-589.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- 1,3-Butadiene დაარქივებული 2012-03-15 საიტზე Wayback Machine. – Agency for Toxic Substances and Disease Registry (ინგლისური)
- 1,3-Butadiene – CDC - NIOSH Pocket Guide to Chemical Hazards (ინგლისური)
- National Pollutant Inventory – 1,3-Butadiene დაარქივებული 2003-12-22 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)