.ge
.ge — ზედა დონის ეროვნული დომენი (ccTLD) საქართველოსთვის.
.ge | |
---|---|
შემოღებულია | 1992 |
დომენის ტიპი | ზედა დონის ეროვნული დომენი |
სტატუსი | მოქმედი |
რეგისტრატორი | კავკასუს ონლაინი |
დანიშნულება | საქართველოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტი |
ფაქტობრივი გამოყენება | პოპულარულია საქართველოში |
საიტი | www.nic.ge |
აღნიშნული დომენური სახელები ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისთვის (შეუზღუდავად) ან უცხოური დაწესებულებისთვის, წარმომადგენლის მეშვეობით (მხოლოდ ერთი დომენი თითოეულ რეგისტრანტზე). აგრეთვე, ხელმისაწვდომია მოცემული ქვედომენები, ცალკეული სახის რეგისტრანტებისთვის:[1]
- .com.ge — მხოლოდ კომერციული ორგანიზაციებისთვის
- .edu.ge — მხოლოდ უმაღლესი და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
- .school.ge — მხოლოდ სკოლებისთვის
- .gov.ge — მხოლოდ სამთავრობო ორგანიზაციებისთვის
- .org.ge — მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის
- .mil.ge — მხოლოდ სახელმწიფო სამხედრო ორგანიზაციებისთვის (იყენებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროც)
- .net.ge — მხოლოდ ქსელებთან დაკავშირებული ორგანიზაციებისთვის
- .pvt.ge — მხოლოდ კერძო პირებისთვის
ისტორია
რედაქტირება.ge დომენის განკარგვის უფლებამოსილება, 1992 წელს გადაეცა ქართულ ინტერნეტ-მომწოდებელს „სანეტს“.[2] 2006 წელს კი „კავკასუს ონლაინი“, რომელიც შეიქმნა სამი კომპანიის (მათ შორის „სანეტის“) გაერთიანების საფუძველზე,[3][4] გახდა .ge დომენის ფინანსური უზრუნველმყოფი. სარეგისტრაციო მომსახურება თავდაპირველად გაეშვა არამომგებიანი ორგანიზაციის, „ინტერნეტის განვითარების ჯგუფი – საქართველოს“ მეშვეობით,[5][6] თუმცა „კავკასუს ონლაინის“ შემოსვლის შემდეგ, მმართველობითი და სარეგისტრაციო მომსახურების წარმართვა, მას მიენიჭა ექსკლუზიური უფლებით. 2014 წლიდან კი .gov.ge ქვედომენის განკარგვის უფლება გადაეცა „სმართ ლოჯიქს“, რომელიც არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ.[7]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Rules and Conditions for GE Domain Names Registration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-03-14. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
- ↑ SaNet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2001-03-02. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
- ↑ კავკასუს ონლაინის შესახებ. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
- ↑ British Fund Buys 10% Stake in Caucasus Online (2008-02-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-07. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
- ↑ ინტერნეტის განვითარების ჯგუფი – საქართველო (IDG – Georgia). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-21. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
- ↑ დომენის რეგისტრაცია – nic.net.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-07-23. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
- ↑ smartlogic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-30. ციტირების თარიღი: 2019-04-09.