ჰუსეინ ალიფაშა ოღლუ რაჰმანოვი (აზერ. Hüseyn Əlipaşa oğlu Rəhmanov; დ. 1 დეკემბერი, 1902, ბაქო21 აპრილი, 1938) — აზერბაიჯანის საბჭოთა და სახელმწიფო მოღვაწე, აზერბაიჯანის სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე (1993-1973).

ჰუსეინ რაჰმანოვი
აზერ. Hüseyn Rəhmanov
დაბადების თარიღი დეკემბერი, 1902
დაბადების ადგილი ბაქო
გარდაცვალების თარიღი 21 აპრილი, 1938(1938-04-21) (35 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
 აზერბაიჯანის სსრ
 სსრკ
განათლება წითელი პროფესორების ინსტიტუტი
ჯილდოები ლენინის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1902 წლის 1 დეკემბერს ქალაქ ბაქოში, ბაქოს გუბერნიაში[1].

საშუალო განათლება მიიღო  რუსულ-თათრულ სკოლაში, შემდეგ კი ბაქოს მამაკაცთა გიმნაზიაში[2]. 1919 წელს მუშაობდა კურიერად აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში[1].

1920 წლის აპრილში აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა. რაჰმანოვი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა ბაქოს მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოში კვების კომიტეტში[2]. შემდეგ ნებაყოფლობით შეუერთდა წითელ არმიას, სადაც იუნკერად გაგზავნეს აზერბაიჯანის სამხედრო სკოლაში[1].

1923 წელს შეუერთდა აზერბაიჯანის კომუნისტურ პარტიას (ბოლშევიკებს) და აირჩიეს აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად, ხოლო ორი წლის შემდეგ - ამიერკავკასიის რეგიონალური კომიტეტის პირველ მდივნად. რაჰმანოვი აქტიურად ატარებდა სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის, შემდეგ კი ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკას. აზერბაიჯანის კომსომოლის ორგანიზაცია მისი ხელმძღვანელობით აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის ეროვნული ეკონომიკის აღდგენასა და განვითარებაში. თავად ჰუსეინ რაჰმანოვი უშუალოდ მონაწილეობდა რესპუბლიკის კომკავშირის კადრების მომზადებაში, დიდ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდების სოციალური ცოდნის გაუმჯობესებას[2].

1928 წლის 17 მაისს მოსკოვში კომკავშირის პლენუმზე ჰუსეინ რაჰმანოვი აირჩიეს ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრად. 1929 წლის აპრილში, მომდევნო პლენუმზე, იგი აირჩიეს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნად. ამ თანამდებობაზე რაჰმანოვი ხელმძღვანელობდა პროპაგანდისტული წიგნებისა და ბროშურების ბეჭდვას, კურირებდა საერთაშორისო ურთიერთობებს[2].

1929 წლის დეკემბრიდან 1930 წლის მაისამდე რაჰმანოვი აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო. 1930 წლის ივნისიდან ნოემბრამდე - აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის მესამე მდივნის თანამდებობას იკავებდა[1]. ამ პერიოდში აზერბაიჯანში ყარაბაღის აჯანყებები დაიწყო, რომელთა ჩახშობასა და ლიკვიდაციაში აქტიურად მონაწილეობდა თვითონ ჰუსეინ რაჰმანოვი[2].

1933 წლის 19 სექტემბერს აირჩიეს აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნად[1].

1933 წლის 12 დეკემბერს დაინიშნა აზერბაიჯანის სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარედ. 4 წლის განმავლობაში ეკავა ეს თანამდებობა. მან მთელი თავისი ძალა და უნარები მიუძღვნა მრეწველობის განვითარებას, კოლექტივიზაციის გაფართოებას.

1937 წლის 5 ოქტომბერს დააკავეს „შეიარაღებული აჯანყების მცდელობისა და ტერორისტული აქტების ჩადენის, კონტრრევოლუციური საქმიანობის“ ბრალდებით[1]. ჰუსეინ რაჰმანოვი დახვრიტეს 1938 წლის 21 აპრილს[3].

განაჩენის გამოტანის შემდეგ რეპრესირებულ იქნა მისი მეუღლე თამარა ლომიძე. მათ შვილები არ ჰყავდათ. ლომიძემ გამოსასწორებელი ბანაკი მხოლოდ 1947 წელს დატოვა. რეპრესირებულ იქნა ასევე ჰუსეინის მამა ალიფაშა ბაბა ოღლუ რაჰმანოვი; მისი ძმა აჟდარი. კიდევ უფრო ადრე, 1937 წელს, რეპრესირებული იქნა კიდევ ორი ​​ძმა, ჰასანი და ლატიფი.

1955 წლის 7 დეკემბერს სიკვდილის შემდგომ ჰუსეინ რაჰმანოვის რეაბილირებულ იქნა[3].